Saturday, February 26, 2011

ელენე

დედოფალი ხარ,ელენე........
ფერია მყავხარ მზის........
ათინათი ხარ მზის სხივის,
საჩუქარი ხარ ღვთის......
დიდი იმედი მომავლის
და სიძლიერე დის.....
ამქვეყნად მოვლინებული
შვილობილი ხარ მზის.......

გაქრა.....

ახლა ფიქრიც მდაბალია,
ახლა აზრიც გაქრა.
ახლა ბნელა, ჩამოეშვა
მწუხარების ფარდა....
არაფერი აღარ ახსოვთ,
ახლა ჭამის გარდა.....
სულის ტკბობა სადღა არის,
ყველაფერი გაქრა... 

სულ რომ დამინგრიო საიმედო...

სულ რომ დამინგრიო საიმედო,
სასიხარულო და საზეიმო........
სიტყვას არ გეტყვი და არ დაგსერავ,
მტერი ან კი რატომ ვასეირო.....
მხოლოდ ჩემს ცრემლებთან სამეგობროდ,
გულის ლაბირინთში გასაძრომად,
მოგიპატიჟებ და დაინახავ,
ამ ჩემი სულის მოძრაობას.........

ფუყე თავთავი

,,ფუყე თავთავი თავს მაღლა იწევს,
მძიმე თავთავი თავდახრილია"...
ზოგისთვის მუდამ შაბათი დღეა,
ან ლოცვაზეა, ან აპრილია.........
სანთელს ანთებენ, კდემით და რიდით,
თვალებში ურცხვი სხივი ანთია...
ასეთის ქვეყნად ან რა ვიწამო,
არ განვიკითხო? ესეც დარდია.....
არ განვიკითხო?! შური, ტყუილი,
ყალბი ღიმილი, მზაკვრობა, ლიქვნა........
ფუყე თავთავის ასე ურცხვობა,
ასე უტიფრად ტყუილი ვინ თქვა?!



მონატრება

ახლა მხრებზე აღარც სუსხი მაფენია..
აღარც დარდის მაფენია ღრუბელი....
ახლა სადღაც სასულეთში ვმოგზაურობ,
ახლა სულო, დაძინებას ნუ ელი..
საფიქრეთში აშლილია ფიქრის ჯარი....
სასიტყვეთში მზეობაა მარადი.
მოდი,დედი,გამათბე და დამარიგე,
მომაფარე მხრებზე შენი ხალათი.........

უკვე აღარ მეშინია

უკვე აღარ მეშინია,
 აღარა მაქვს სევდის ქნარი ხმაში.........
ალბათ კიდეც გავიზარდე,
აღარა ვარ ის პაწია ბავშვი..
გავიზარდე, თუმცა აღარ დადგა ხანი....
დაგინახონ და შეგიგრძნონ ისე,
როგორიც ხარ და როგორსაც იმსახურებ,
შეგნიშნავენ და ...ფრთხებიან მყისვე.......
შიში ჩემში კი არადა...არის მათში,
მელასავით აცეცებენ თვალებს....
მე სივრცეში ქარბობალას დავუდგები,
და შევხვდები ჩემი ბედის ხვალეს.... 
..