Wednesday, April 20, 2011


აპრილის თვეში მუდამ მახსენებს ტკივილები თავს.......

აპრილის თვეში მუდამ მახსენებს ტკივილები თავს.......
აპრილის თვეში ჩუმად ვარ, ჩუმად, ვერ ვიღებ ხმას.......
დავეძებ დიდი ხნის წინათ დაკარგულ ძმას,
რა ვქნა, რომ ვერაფრით ვერ ვაწვდენ ხმას........
არადა, გულში ცრემლის ნაჟური მთუთქავს და მწვავს,
რა ვქნა, მონატრება მომეძალა და მკლავს.....

უკომენტაროდ

თუ შენ გიპოვი ჯოჯოხეთში,
მაშინ სამოთხე გახდება ჩემთვის...
და შენი ნახვის დიდი სურვილით
წამოვალ  შენთან..........

................

არაფერს ვეძებ,
არ მაკვირვებს ბევრი რამ ქვეყნად,
ერთი რამეა,
ერთი რამეა,
შენთან ვარ და....
მგონი, ვარ ღმერთთან...........

უფლის საჩუქარი...

უფალი მიგზავნის შენს თავს და მაფრთხილებს,
უნდა გაგიფრთხილდე როგორ!
რომ არ დაგკარგო და რომ შეგისისხლხორცო,
ჩემი პაწია გოგო!
რაც რომ დამაკლო და არ გამომიგზავნა,
უნდა შემივსოს ახლა....
უნდა რომ გულიდან შორეთს გაამგზავროს
ჭია-ღუები და მახრა.......
მე რა დამრჩენია,
უფლის საჩუქარი,
უნდა ჩაგისვა გულში....
მხოლოდ შენ გაძლევ ამქვეყნად უფლებას,
ხელი მიფათურო სულში...

მინდა გაზაფხული ვიგრძნო...

როგორ შემიძლია გაგიბრაზდე,
შენ ხომ ყვავილი ხარ ნაზი...
უცებ დაგსუსხავს ქარი და წვიმა,
და მეც მომერევა ბრაზი.....
როგორ შემიძლია გაგიბრაზდე,
შენა ხარ პატარა ბავშვი....
შენს სიტყვებს 
პეშვში  მძივებად მოვიქცევ,
სხვისთვის არასოდეს გავშლი....
როცა უშენობის ნატვრა შემაწუხებს
საგზლად მოვიგულო ვინძლო...
მინდა შევებრძოლო ყინვას ზამთარშიაც ,
სულში გაზაფხული ვიგრძნო... 


სიყვარულს გჩუქნი

შენს თვალებს ცრემლი არ უნახავს,
არც მინდა ნახოს..
არც პრობლემებით გიმტვრევია თავი არასდროს.....
სიყვარულს ვბედავ, 
როგორ გკადრო,
როგორ შეგბედო?!
ვფიქრობ, 
მომხედავ წუთით მაინც მე უარაფროს?! 
შენ დარდიც ალბათ არ გინახავს,
იყავ უდარდო...
დაე, მხოლოდ მე ვიტანჯო და მარტომ ვიდარდო...
სიყვარულს გჩუქნი,სხვა სიმდიდრე არ გამაჩნია,

ან სხვა რა გიძღვნა,
რა შეგბედო 
ან რა გაკადრო? 
ეს საჩუქარიც ჩემი არა,
უფლის მადლია! 

ნუ გამაუბრალოებ!

მე ხომ სიყვარული მქვია!
მე ვარ სიტყვა ,,მიყვარხარ"!
ნუ გამაუბრალოებ....
ნუ ამომსვრი ლაფში....
ნუ მახსენებ უმიზეზოდ....
ნუ მისვრი წამდაუწუმ უგულოდ, უარაფროდ....
მე ხომ სიყვარული მქვია!
მე ვარ სიტყვა ,,მიყვარხარ" და გამიფრთხილდი....
თორემ შემოგაცვდები ბაბუაჩემის გაცრეცილ ქალამანივით და.......
ჰეეერიიიიიი........
ვეღარ მიხილავ, ვერ მიპოვი, დაგეკარგები...........
და შეგცივდება, უჩემობით გაიყინები,
ვით დედამიწა უმზეოდ და უცისინათლოდ....
ნუ მეურჩები,
გამიფრთხილდი,
სიყვარული ვარ........

Saturday, April 16, 2011

გვიანი იქნება ხვალ..

მატარებელი ჩამომდგარა.........
ბაქანზე ყველა გარბის,ჩქარობს, ადგილს იკავებს.......
არ დააგვიანო....
უკვე გვიანი იქნება ხვალ........
არ გინდა ხელბარგი,
არ გინდა სხვა ბარგი,
წადი და მიხვდები...
უკვე გვიანი იქნება ხვალ.....
უკვე წარსული იქნება ეს დღეც.....
უკვე მომავალს ეძახი ხვალ........
არ დააგვინო,
არა! არ ჰქნა!
გეძახის მომავლის ხმა..........
სხვისი სიხარულით გახარებამ,
სხვისი ტკივილების დავანებამ.
სხვისი საფიქრალით დაფიქრებამ
ჩემის არ მაცალა თქმა
ისე ამიხდინა ყველა ფიქრი,
ისე გამომაბა ფრთა....
ახლა აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.
ან რა სასწაული ვქნა?!