Saturday, February 16, 2013

ქალური პოეზია




ღამით მივდიოდი ქუჩა-ქუჩა,

უცებ ზურგში წვიმა მომეწია,

მაინც არ დავსველდი,დამეხმარა

ჩემი ქალური პოეზია...

დარდმა დამიჩეხა სილამაზე,

სევდამ ხელისგულზე გაათია,

აქაც დამეხმარა უსათუოდ

ჩემი ქალური პოეზია...

როცა ვიდექ გზების გასაყართან,

ნეტავ სიმართლის გზა რომელია?

გვერდში ამომიდგა მოძმესავით

ჩემი ქალური პოეზია....

ნეტავ,რა დარჩებათ სამახსოვროდ

შვილებს,იქნებ რამე მოეძიათ?!

მათაც გაუნათებთ ცხოვრების გზებს

ჩემი ქალური პოეზია.....
ასე უსაშველოდ გაპარულან წლები,

ასე უსაშველოდ.........
ასე უმოწყალოდ მომპარვია დარდი,
ასე უმოწყალოდ........
ასე უგულოდ და ასე უნამუსოდ
მეგებება სევდა...
ასე დამებედე,
ასე ამედევნე ბედად........