Sunday, May 4, 2014

.................


ვხედავ,მართლა დამეღალა მხრები,

მაგრამ....
მაგრამ,სხვა არა მაქვს გზა..........
უნდა ვიყო ისევ ისე მარდი,
თუნდაც სულმთლად გამითეთრდეს თმა....
უნდა ისევ გავიმაგრო თავი.
უნდა ისევ გავამხნევო სხვა....
თუნდაც ოდნავ აღარ შემრჩეს ძალა,
თუნდაც სიტყვის არ შემეძლოს თქმა....



Saturday, April 12, 2014

ახლა,როცა ყველაზე მეტად მიჭირს...

მსურს შევინარჩუნო ნებისყოფა და სიმტკიცე....მინდა მოვიკრიბო ძალა,რომ ვიყო კარგად,როგორც არასდროს,იმიტომ ,რომ ჩემი ძალა და ენერგია  სჭირდება ჩემს შვილებს,ოჯახს. და არა მარტო ოჯახს- მთლიანად  ჩემს გარშემომყოფთ.....როცა უამრავი განსაცდელი მახვევია გარს,არა მაქვს უფლება,მოვდუნდე....ამიტომაც მოვუხმობ ძალებს,უფრო მეტი შესაძლებლობა აღმოვაჩინო ჩემში,რათა შევძლო შეუძლებელი....სხვა ვერ გააკეთებს იმას,რაც ჩემი გასაკეთებელია....სხვას ვერ ვაზიდინებ იმ ტვირთს,რაც ასე მძიმეა......მე კი ყველაფერს გავუძლებ,რადგან სიყვარული მაძლევს ძალასა და იმედს,რომ არ მიმტყუნებს,კვლავ გამაღიმებს.....არ დამეკარგება ფეტვის მარცვალივით ის სიკეთე,რაც მითესია,რა ვუყოთ, თუ გამიწბილდა ,,წუთისოფლის ყანა",მთლიანად ხომ ვერ მოერევა მას ცხოვრების გვალვა,ჩემი ცრემლებით გალბება მიწა და უფალი დამეხმარება,მივიღო მოსავალი.........თქვენი ლოცვაც დამეხმარება,ჩემო კეთილო ადამიანებო!

22 თებერვალი-მამა გაბრიელის საფლავის გახსნა

სიწმინდეებს წმინდა მიწა თუ იფარავს,

თუ გულში აქვს ჩაკონილი ძვლები.....
რატომ ვთხრით და რატომ ვეძებთ,
დავაცადოთ,შეემატოთ  წლები....
ექცეს აკვნად ყველა მათგანს წმინდა მიწა,
გაგვიმაგროს ზედ მავალ ხალხს ტერფი....
როცა მივალთ,ჩვენს ძვლებს რვალის მსგავსად აქცევს,
გაღვივდება რუდუნებით ღველფი....
სიწმინდეებს თუკი მიწა აკვნად ექცა,
ზეცა ფარავს  უწვიმებელ ქოლგად.....
მათი მადლით გავძლიერდეთ,ცას შევხედოთ
დავეკონოთ ქართულ მიწას ლოცვად....
.

Thursday, January 2, 2014

მოჭიხვინდა ცხენის წელი-2014

მოჭიხვინდა ცხენის წელი,

ფაფარს იყრის კისერზე....
უთქარუნებს ფლოქვებს მიწას,
კისერს იტეხს რიყეზე....
ფრუტუნებს და ბრდღვინავს რიხით
ჟინით გადარეული,
მოკაზმულა თეთრი რაში
ზანზალაკთა ხვეულით.......
მეკვლეობა დააბედეს,
მოდის  ფეხბედნიერი....
ცხენის წელო,კვლავ გაგვხადე
ერი სვე-ბედნიერი....