მსურს შევინარჩუნო ნებისყოფა და სიმტკიცე....მინდა მოვიკრიბო ძალა,რომ ვიყო კარგად,როგორც არასდროს,იმიტომ ,რომ ჩემი ძალა და ენერგია სჭირდება ჩემს შვილებს,ოჯახს. და არა მარტო ოჯახს- მთლიანად ჩემს გარშემომყოფთ.....როცა უამრავი განსაცდელი მახვევია გარს,არა მაქვს უფლება,მოვდუნდე....ამიტომაც მოვუხმობ ძალებს,უფრო მეტი შესაძლებლობა აღმოვაჩინო ჩემში,რათა შევძლო შეუძლებელი....სხვა ვერ გააკეთებს იმას,რაც ჩემი გასაკეთებელია....სხვას ვერ ვაზიდინებ იმ ტვირთს,რაც ასე მძიმეა......მე კი ყველაფერს გავუძლებ,რადგან სიყვარული მაძლევს ძალასა და იმედს,რომ არ მიმტყუნებს,კვლავ გამაღიმებს.....არ დამეკარგება ფეტვის მარცვალივით ის სიკეთე,რაც მითესია,რა ვუყოთ, თუ გამიწბილდა ,,წუთისოფლის ყანა",მთლიანად ხომ ვერ მოერევა მას ცხოვრების გვალვა,ჩემი ცრემლებით გალბება მიწა და უფალი დამეხმარება,მივიღო მოსავალი.........თქვენი ლოცვაც დამეხმარება,ჩემო კეთილო ადამიანებო!