Sunday, March 27, 2016

მარტის თვეა........სუიციდის მსხვერპლი გოგონები............

როგორ მომრავლდა თვითმკვლელობის ავი სცენები,როგორ მომრავლდა თავის ასე გამომეტება....
რა ვქნა,
არ ვიცი,
მომერია ცრემლი ზღვაური,
ეს გოგონები გასაფრენად არ მემეტება.....
ჯერ დედის რძე რომ პირზე არცერთს არ შეგშრობიათ,
რა ტკივილები მოგეზღოთ და რამ გაგაგიჟათ...
ო,
რატომ,
რატომ,
რატომ ხდება ასე უნდობლად
თქვენი ლამაზი ღიმილების დასამარება.......
როგორ მიგიღებთ მიწა ასე ტურფა-ლამაზებს,
როგორ დაგშორდეს შვილი,დედა,და და დაქალი....
მაინც რა იყო,რა გტკიოდა,რა ვერ გიშველეს,
ანკი საშველი თქვენნაირის კიდევ სად არის........
რად ჩაიფერფლეთ ტკივილებით,ჩემო შვილებო,
თვითმკვლელობისთვის თავი როგორ გამოიმეტეთ?
ვაი, ჩვენს მოდგმას,თქვენს ტკივილებს ვერ ვუპატრონეთ,
და სიკვდილისთვის უგულობით რომ გაგიმეტეთ.........



Friday, March 25, 2016

ისეა სული აწეწილი ქართა ნაქროლით,
არ შეიძლება არ დაიმსხვრეს ლოდის ნაგრილი....
ისეა გული საგულედან ამოვარდნილი,
გაიხლიჩება,როგორც ახლა მარტი-აპრილი.....