Friday, January 27, 2017

,,უსიყვარულოდ რა იქნებოდა ჩვენი სიცოცხლე,
უსიყვარულოდ რა იქნებოდა ჩვენი ოცნება,
უსიყვარულოდ ახლაც არ მსურს შენზე ვიფიქრო,
უსიყვარულოდ არსებობა უმალ მორჩება...
უსიყვარულოდ ჩამოღვენთავს სულში სანთლები,
დაათოვდება გადაპენტილ ტყემლის ყვავილებს,
უსიყვარულოდ გაფრინდება ეს სილამაზე
და რეალობა გულში მწარედ აგვაქვითინებს...
უსიყვარულოდ შევიშლები გიჟი მარტივით,
უსიყვარულოდ ჩამოვძენძავ გულში აპრილებს...
უსიყვარულოდ არ ვიცოცხლებ არცერთი წამი...
მე შენთან ერთად სიყვარულით ყოფნას ვაპირებ...

ლია ჩხაიძე
26.05.2007.


გესმის?

ჩემი გული შენი სულის ნაწილია............

Saturday, January 21, 2017

Thursday, January 5, 2017


მიუხედავად ათასგვარი პრობლემისა,რომელიც ცხოვრებაში გვხვდება....
მიუხედავად ათასგვარი ნერვიულობისა..
მიუხედავად ათასი უძილო ღამისა.......მილიონი დარდისა და ტკივილისა.........უფრო მეტი საშინელი კოშმარისა და სასოწარკვეთისა......
გახსენდება დღე,რომელიც ლამაზია........
დღე,რომელიც პოზიტიურია....
დღე,რომელიც შენია,შენი ფერი და გემო აქვს.........
გახსენდება წუთი,როდესაც გიყვარდა.გიყვარდა არაამქვეყნიურად....ყოველგვარი მორიდებისა და დამალვის გარეშე......
და ხვდები.....ხვდები,რომ ღირდა ამქვეყნად მოსვლა,ცხოვრება,ყოფნა,არსებობა,გრძნობა,ტკივილი,ცრემლი,სიხარული,კოცნა,გაბრაზება,ლოცვა,უიმედობა....შემდეგ ისევ იმედი.........
და ბოლოს......
ფიქრი იმაზე,რომ..
ცხოვრება მართლაც მშვენიერია!