გაცისკროვნებულ თვალებს ღიმილი
როგორ უხდება,ნუცა!
როგორ გიბრწყინავს ორი სანთელი,
შენ ხარ დედიკოს სუნთქვა......
როგორ გიფეთქავს პატარას გული
მონატრებით და კრძალვით...
ალბათ, ვერა და ვერ გაიფიქრე,
საითკენ ქროდა ქარი....
ვერ გაიფიქრე,საით გიხმობდნენ,
სულ სხვა ირჩიე ბინა....
შენ უფლის კალთა გადაგეფარა,
და ტკბილად ჩაგეძინა..
ამაღლდი ზეცად,დაგვყურებ ახლა
სევდიანსა და მტირალს....
გვაჯობე,როგორ,
დაგვტოვე როგორ,
ცოდვით იწვება მიწაც.........
ღიმილი შენი-ცისკრის ნათელი
კვლავ გაათენებს დილას....
ზეცის ბინადარს გაგეღიმება,
დედას შენიშნავ მტირალს.......
და ამოუშრობ ცრემლებს სანატრელს,
გიხმობს საბრალო ქალი....
ნუცა,ღიმილით გაგვიღო უნდა
შენ საიქიოს კარი.....