Tuesday, June 26, 2018
Friday, June 22, 2018
არ შემიძლია
არ დავიტოვებ გულში ბოღმას,
სევდას და დარდს....
არ გავიფიქრებ თუნდაც მტერზე ბოროტს და ავს....
არ მივუხურავ ზღურბლთან მომდგარ მათხოვარს კარს,
არ ვუღალატებ ჩემზე
მლოცველ საყვარელ ქმარს......
არ ვიქილიკებ სხვის ტანჯვაზე,დავხუჭავ თვალს,
გულს გადავუხსნი,იმედების გავუშლი ზღვას....
მეც ჩამოვჯდები, სევდით დაღლილს შევაწევ ხმას,
მრუშსაც დავმოძღვრავ,მერე ვინც რა ის უნდა თქვას....
მერე რაც უნდა,მომაწებონ ის იარლიყი,
თქვან რომ ვიმცირებ თავს და ვერ ვგრძნობ სულის სიმაღლეს,
მე მკითხონ,როგორ მესმის მათი ავი გოდება,
არ დამცირდება,
ვინც მავანთან თავს დაიმდაბლებს.
ფუყე თავთავი მსუბუქია,თავს მაღლა იწევს,
მაღლა ცქერაში ეპარებათ უბრალოება....
ცხოვრება კიდევ გაუხედნავ რაშს ემსგავსება,
შეუკაზმავი თავდაღმართში მიექანება....
აღვირს ვერ ვიჭერთ, სადავეებს ვუშვებთ და მივქრით,
ჩამოილია წუთისოფლის გზა-ბილიკები....
ვინც აქ დაგტოვეთ, საიქიოს დაგელოდებით,
როგორიც აქ ვარ, ალბატ იქაც იგივ ვიქნები....

რაა გამოსავალი?
უგვანობის ჭაობში ითელება ღირსება
და არ ვიცი ამოსვლა ვინმეს თუ ეღირსება.....
თუ შეთითხნილ სამოსელს ჩამორეცხავს რიონი,
მაშინ ყველა გახდება ალბათ გალაკტიონი.....
მაშინ ყველა აიღებს ხელში ღვინის ფიალას
და აზრების მორევში ვნება უფრო დაცხრება....
ღირსება და სახელი ფულზე ვერ იყიდება,
სული დაჩიავდება,გული გაპარტახდება........
უგვანობის ჭაობში ჩაფლულია მავანი......
ისევ რეკავს ზარები:

Saturday, June 2, 2018
Subscribe to:
Posts (Atom)