Tuesday, July 31, 2018

Thursday, July 12, 2018

გადაიწვა დედამიწა, რა ქნას? ვერ აიტანა

გადაიწვა დედამიწა,
რა ქნას? 
ვერ აიტანა 
ამოდენა შური, ღვარძლი
და სიცრუის მანქანა....
ამოდენა მზაკვრობა და 
გულმდუღარე ვედრება,
რომ ეშველოს გაჭირვებულს,
რომ დავინდოთ პეპელა....
რომ გვიყვარდეს უსუსური,
დაჩაგრული, ღარიბი....
შეუსრულე რაც უთხარი,
რაც რომ უფალს დაჰპირდი....
გადაიწვა დედამიწა,
რისხვა აწვიმს ცეცხლებად....
თუ ჩაქრა და გვიღალატა,
მერე ვერ აენთება....
თუ გაუსკდა სევდით გული,
თუ ვერ გადაიტანა....
მერე რა ვქნათ,მერე გლოვა
გვიანია, აბა რა?
შევაშველოთ უნდა ხელი,
უნდა გავითავისოთ,
ჩავიხუტოთ უნდა გულში,
უნდა გავიმაისოთ....
ეს მზის ბურთი-დედამიწა-
უნდა გადავარჩინოთ...
თუ ჩვენ არ დავეხმარებით,
მან როგორღა გვარჩინოს.....

-------------------

ისე გამირბის ეს დღეები, ვეღარ ვეწევი,
არ გამაჩნია ძალა მასზე ზემოქმედების..
არადა, მინდა უფრო მეტი,მეტი მოვასწრო,
რომ სიძაბუნე არ დავინდო, წამში მოვახრჩო....
თუ ვერ შევძელი,
თუ სათქმელი დამრჩა უთქმელი....
თავად განსაჯეთ, რას ვიტყოდი
დაულეველი