Wednesday, January 16, 2019

მანანა იმედაძის რძლის-სალომე ქემაშვილის ხსოვნას!


შენ მართლა თეთრი სერაფიტა ხარ...

ღვთის შვილობა არჩია და გაგვიფრინდა...
აღარა გვყავს ჩვენი თეთრი სერაფიტა...

სული კივის,ტკივილები არ ყუჩდება
და ჭრილობა უსაშველო არ შუშდება...

ჩვენი ცოდვით მიწა იძვრის,ზეცა იწვის,
ცა ცრემლებად მერამდენედ დაიღვარა...

აღარ ისმის ხმაჭიკჭიკა გოგოს ხმა და
არ ფრიალებს არც მანდილი და არც კაბა...

ვერ იგუა ცოდვით სავსე დედამიწა,
ფრთები ერთი შეარხია,გაგვიფრინდა....

აღარა გვყავს ხმანარნარა იადონი,
სად ვეძებოთ
ჩვენი თეთრი სერაფიტა....

Tuesday, January 8, 2019