Saturday, March 2, 2019




სევდიანია დღე უშენოდ, დე!
თითქოს ცის ტატნობს სიშავე დაჰკრავს,მერე იქუხებს მოულოდნელად და დედამიწას მკვდრის ფერი აკრავს...
წვიმის წვეთები ასველებს ბაგეს,ცრემლებმაც თითქოს დაწყო თოვა,ბუნებამ ხელი დარია ბაღებს და მაინც მჯერა სიმშვიდე მოვა...
მინდა,რომ დედის ლამაზ ხატებას მუდამ თან სდევდეს ღიმილი მკვეთრი,მინდა,რომ მისი თვალებით ვიგრძნო ბედნიერება ზომაზე მეტი...
შენა ხარ ჩემი ცხოვრების არსი,შენით ვაბიჯებ ამ დედამიწას და მაინც ჯერაც არ ვიცი ფასი,ქალის რომელიც კლანჭებით მიცავს...
მე დღემდე შენით ვაღწევდი მიზნებს,მსურს,რომ იგივე გაგრძელდეს აწიც,მწვერვალზე ასულს,დაბანაკებულს რას ვხედავ,სევდის წვეთებად მაწვიმს ...
გაფერმკრთალებულს და დასუსტებულს თუ დაგინახავ ოდესმე დედი,სულში ჩაგიძვრენ რომ გიგრძნოს გულმა,როგორ ჭირდები შენს ნინის, დედი...
მჯერა ატირებულს თვალზე ცრემლს შემიშრობ,ფერებით შემიხვევ სულის იარას,მჯერა ცხოვრების სევდიან ნოტაზე,კვლავ შეისმება მოლხენის ფიალა...
არ დავიღლები, დედი ,მე შენით,ყოველთვის გეტყვი, როგორ მიყვარხარ,არ დავიღლები მე შენი ცქერით,გულით გატარებ შენს თავს ვფიცავარ...
შენს ლამაზ თვალებს,შენს ლამაზ სახეს,როგორ ვუყურო ცრემლიანს, დედი,ყველაფერს ვიზამ ეკლიანი გზა რომ გაგიკვალო დაქანცულს, დედი...
დედი იმ ღამეს შენს სასთუმალთან თავჩაქინდრული ვიდექი წამით,მინდოდა შენი სახებით მეგრძნო ის სიძლიერე, რაც დაგაქვს ჯვარით...
ის სათნოება, რაც სულს გიმაღლებს,ის სიყვარული ,რაც გულს გიჩქარებს,ის სილამაზე აღვწერო კალმით,რომელიც მყისვე ფენილა ვარდით...
შენი ცისფერი თვალების სივრცეს მინდა ვხედავდე ბრწყინვალეს, დედი,მშვიდს და მდუმარეს,თბილს და მხურვალეს,ზღვისებრ მღვიძარეს დაფერილს კრძალვით...
მიყვარხარ დედი!
ვიცი, რომ იცი...სამი მარტია...ვიცი რომ მიცდი :))))))))))) N.E