Saturday, October 9, 2021
გლოვის ზარი...
გიშრისფერია მთლიანად ზეცა,
ბათუმში ზღვაც კი გლოვისფერია...
თალხი მოუსხამს სამყაროს მხრებზე,
ახლა ცხოვრებაც არაფერია...
გაუფერულდა დღეს სიხარული,
დღეს ,,სიმდიდრეც" კი არაფერია...
რაც ასე სანთლად ენთო ამ ცის ქვეშ,
რაც წამში გაქრა-ყველაფერია...
გული ცრემლების ზღვაში იხრჩობა,
უმანკო სულებს ელის უფალი...
გლოვის ზარია საქართველოში,
მთელი ერია ჭირისუფალი.
Friday, May 7, 2021
სიყვარულის დიდ ბადეში ახვევს...
მაისს გულში არ ეტევა მზის ტრფიალი...
სხივებს ისვრის, ისარივით ლახვრავს...
მწველი არის გამოწვევა, ალმურს აბნევს,
სიყვარულის ანა-ბანას ხლართავს...
მზე სხივების ჯიღას ისე აგვირისტებს,
ისე ნაზად აციმციმებს სხივებს...
თავზე გვირგვინს ვის დაადგამს არვინ იცის,
არვინ იცის ვის შეახებს თითებს...
მაისის მზე ცხოველმყოფელ სხივებს ისვრის...
წითელ ბარდებს უთამაშებს ბაგეს...
თავად ვარდი
თავს იწონებს...
იპრანჭება...
სიყვარულის დიდ ბადეში ახვევს...
იასამანი...
იასამნებმა ამიტეხეს გულში შრიალი...
ფიქრმა დაიწყო საოცარი წრფელი ტრიალი...
ვერ ამიოხსნია იდუმალი შფოთვის მიზეზი...
ვერ გამიგია, რად დამეწყო გულის ფრიალი?!
რამ ააფაკლა ეგზომ როკვით ჩემი სამანი?!
ლარნაკიდან თვალს ჩუმად მიკრავს იასამანი...
ჩემი მალამო...
ჩემი სულის
თეთრი სამანი...
იასამანი....
იასამანი....
2021-აპრილი.იასამნისთვე.
Thursday, April 15, 2021
წიგნი
მიუწვდომელი ამურია....
წიგნი-უცნობი ნაცნობია,
სულ გვერდით მყავს და არ მცნობია....
წიგნი-რომ გტკივა,წამალია...
ვისაც არ უყვარს,არამია....
წიგნი-რომ გცივა სამოსია,
ის შენი სინდის-ნამუსია...
რომ გიჭირს ,გვერდით დაგიდგება,
გიერთგულებს და გიპატრონებს...
წიგნი სულიერად გადაგარჩენს ,
გწამდეს,არასოდეს მიგატოვებს...
წიგნი საგანძურის ტოლფასია,
სიმდიდრეს მისას ვინ დაითვლის...
წიგნი ანთებული სანთელია,
ანათებს ,მას ციმციმს ვინ დაუშლის?!
წიგნი-ეს სიბრძნის კიდობანი
ათას საოცრებას რომ ინახავს....
მოვსინჯოთ,მოვარგოთ გასაღები,
ყველაფერს ჩვენც ნათლად დავინახავთ...
არ შემიძლია
სევდას და დარდს....
არ გავიფიქრებ თუნდაც მტერზე ბოროტს და ავს....
არ მივუხურავ ზღურბლთან მომდგარ მათხოვარს კარს,
არ ვუღალატებ ჩემზე
მლოცველ საყვარელ ქმარს......
არ ვიქილიკებ სხვის ტანჯვაზე,დავხუჭავ თვალს,
გულს გადავუხსნი,იმედების გავუშლი ზღვას....
მეც ჩამოვჯდები, სევდით დაღლილს შევაწევ ხმას,
მრუშსაც დავმოძღვრავ,მერე ვინც რა ის უნდა თქვას....
მერე რაც უნდა,მომაწებონ ის იარლიყი,
თქვან რომ ვიმცირებ თავს და ვერ ვგრძნობ სულის სიმაღლეს,
მე მკითხონ,როგორ მესმის მათი ავი გოდება,
არ დამცირდება,
ვინც მავანთან თავს დაიმდაბლებს.
ფუყე თავთავი მსუბუქია,თავს მაღლა იწევს,
მაღლა ცქერაში ეპარებათ უბრალოება....
ცხოვრება კიდევ გაუხედნავ რაშს ემსგავსება,
შეუკაზმავი თავდაღმართში მიექანება....
აღვირს ვერ ვიჭერთ, სადავეებს ვუშვებთ და მივქრით,
ჩამოილია წუთისოფლის გზა-ბილიკები....
ვინც აქ დაგტოვეთ, საიქიოს დაგელოდებით,
როგორიც აქ ვარ, ალბატ იქაც იგივ ვიქნები....