გიშრისფერია მთლიანად ზეცა,
ბათუმში ზღვაც კი გლოვისფერია...
თალხი მოუსხამს სამყაროს მხრებზე,
ახლა ცხოვრებაც არაფერია...
გაუფერულდა დღეს სიხარული,
დღეს ,,სიმდიდრეც" კი არაფერია...
რაც ასე სანთლად ენთო ამ ცის ქვეშ,
რაც წამში გაქრა-ყველაფერია...
გული ცრემლების ზღვაში იხრჩობა,
უმანკო სულებს ელის უფალი...
გლოვის ზარია საქართველოში,
მთელი ერია ჭირისუფალი.