Monday, May 8, 2023

ბერდება გული...

 არავის სჯერა, რომ ერთხელაც შენც დაიღალე, 

რომ დაგეღალა ფრთები ბარტყობის...

არავის სჯერა, რომ ღიმილმა ჩაყლაპა ცრემლი

და დადგა ხანა განმარტოების...

გაფრინდნდნ სულის თოლიები, 

დამტოვეს მარტო...

ვაყოლებ მზერას და ეული ამაოდ გნატრობ...

ჩამომეღვენთა ანთებული სანთლები სულის,

არავის სჯერა და ასე ჩუმად ბერდევა გული.




Thursday, February 10, 2022

კორონას ჟამი

 ვერ დავემალე, მაინც მიპოვა...

კლნჭებს მარჭობს და თან უხარია.

როგორ დამცა და დამაჩიავა...

როგორ გამთელა კარგა ხანია...

სიკვდილს ჩავხედე თვალებში უხმოდ, 

ვვკვნესი და გონი ვერ მიპოვია...

ნეტავ რად ვკვდები?-თავს ვეკითხები...

რა დავაშავე, რა შემცდენია?!

ჩამოუარა ჭირმა მსოფლიოს..

ყველას კარებთან ჩამოიარა...

გმადლობ, უფალო, მგონი დავმშვიდდი,

მგონი სიკვდილმა გადამიარა.


2022.10.00


Thursday, January 6, 2022

 ჩამოვარიგე დღეს სტრიქონები,

სხვა საჩუქარი არ გამაჩნია...
მინდა გაგათბოთ, გარეთ სუსხია,
ტანზე ღიმილის კაბა მაცვია...
ჩამოგირიგეთ ლექსის პწკარები,
ჩურჩხელებივით ბადაგში ვავლე...
სულ სიყვარულის მძივებად ვასხი,
იმდენი არის, ვერ დავითვალე..
ბევრი ხართ, ჩემი მოკეთე გქვიათ,
გული გაქვთ სავსე კეთილ ზრახვებით.
აქ არ ხართ?
მათბობთ,
მეძვირფასებით...
აქ ხართ და
მაინც
სულ მენატრებით!
ლიკა-2022
დაგებედოთ სიხარული, სიყვარული, მზე...
არა -სევდა, არა- დარდი,
ბედნიერი დღე..
მზეში ქოლგად ხე გფარავდეს და წვიმაში - ცა..
იყავ კლდე და ზღვა მჩქეფარე,
იდექ, როგორც მთა!
ამ ცხოვრების ჩარხის ტრიალს
რას გაუგებ, რას?
დაებედოს ზღვა სიკეთე
ქვეყნად ყველა ქალს!
ლიკა-2022
შეიძლება იყოს 4 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
Ekaterina Navoyan, ასმათ ჭარელიძე და 118 სხვა
63 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

 შემოდგომა გააცილა და პირველ დეკემბერს, ცივ და სუსხიან დილას, ასე აფეთქებულ-აყვავილებული, მოგვირისტებულ-მოკაზმული, გვირგვინდადგმული შეხვდა...

რა უცნაურია ბუნება...
მადლობა, შენს განგებას.რომ ზამთარშიაც კი გაზაფხულია ამ მადლიან მიწაზე....
...და სად დგას მაინც ეს მოპრანჭული ხე? სად შეგინიშნავთ?
შეიძლება იყოს ხე და ბუნება-(ი)ს გამოსახულება
Lile Gogichaishvili, Tami Mes და 22 სხვა
4 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება