Thursday, February 10, 2022

კორონას ჟამი

 ვერ დავემალე, მაინც მიპოვა...

კლნჭებს მარჭობს და თან უხარია.

როგორ დამცა და დამაჩიავა...

როგორ გამთელა კარგა ხანია...

სიკვდილს ჩავხედე თვალებში უხმოდ, 

ვვკვნესი და გონი ვერ მიპოვია...

ნეტავ რად ვკვდები?-თავს ვეკითხები...

რა დავაშავე, რა შემცდენია?!

ჩამოუარა ჭირმა მსოფლიოს..

ყველას კარებთან ჩამოიარა...

გმადლობ, უფალო, მგონი დავმშვიდდი,

მგონი სიკვდილმა გადამიარა.


2022.10.00


No comments:

Post a Comment