Thursday, April 1, 2010

აპრილის სუნთქვა


აპრილმა მიბოძა სითბო  და სიწმინდე,

ოცნებებს გაუღო კარი....

ხედავ?ყვავილებშიც  შენ ამოგიცანი,

შენსკენ გაიპარა თვალი...

ღიმილი გიძღვენი სათნოს და უბიწოს,

გახარე აპრილი დილა,

გიცქერი და მჯერა,დღეიდან ვერასდროს

ვიხილავ შენს თვალებს მტირალს....

მე მჯერა გაზაფხულს კვლავ ერთად შევხვდებით,

დიდ გზებზეც გავივლით ერთად,

მოდი,ოცნებებში რწმენის ერთგულება

დავსახოთ უმაღლეს ღმერთად...

აპრილმა მიბოძა დიდი შთაგონება,

დიდი სიმტკიცე და რწმენა...

შენც გაღიმებული შემხვდები ქუჩაში,

ენძელებს მომიტან,მჯერა....

No comments:

Post a Comment