სულში აზვირთდები ზღვაურივით,
გულში იხმაურებ ნიავქარად...
ფიქრებს ამიშლი და ვფორიაქობ,
ასე რამ შემძრა და რამ შემშალა...
იქნებ ცის სიღრმიდან ისმის ექო,
წინაპრის ძახილი წვდება სმენას...
ეს ხომ კავშირია საუკუნო,
ჩანს რომ დაეწყება მამულს ლხენა....
No comments:
Post a Comment