Saturday, May 14, 2011

თუ კი........





აღარ ვიდარდებ არაფერზე,
აღარ დავიჩივლებ წუთით....
აღარ ჩავიყოლებ გულში დარდად
ჩემს დიდ დარდსა და წუხილს.......
თუკი შენი ხმა მომესმება,
თუკი ეს ამბორი შემშლის........
რაღა მიმაბრუნებს სადარდეთში,
თუკი მეყოლები  გვერდით.........

მითხარი რამე.........

წვიმიანია დილაც და ღამეც.....
მითხარი რამე......
მითხარი რამე, საიმედო
და არა მწარე...........
წვიმიანია ცის თაღი და .......
ჩაყლაპა მთვარე..........
რა გადაიტანს ამდენ ავდარს,
მითხარი რამე........ 

Saturday, May 7, 2011

ახლა..........

ახლა ყველაფერი ისე ადვილია,
როგორც გათელილი მინდვრის ხილვა.
ახლა არაფერი აღარ ფასობს,
ახლა სადღაც ჩაძვრე გინდა........
ახლა არაფერი არ გაოცებს,
ახლა დამშვიდება გინდა.........
ახლა გონებაც კი სადღაც მიგაქანებს,
ნუტუ ისიც დაიბინდა?!

Wednesday, April 20, 2011


აპრილის თვეში მუდამ მახსენებს ტკივილები თავს.......

აპრილის თვეში მუდამ მახსენებს ტკივილები თავს.......
აპრილის თვეში ჩუმად ვარ, ჩუმად, ვერ ვიღებ ხმას.......
დავეძებ დიდი ხნის წინათ დაკარგულ ძმას,
რა ვქნა, რომ ვერაფრით ვერ ვაწვდენ ხმას........
არადა, გულში ცრემლის ნაჟური მთუთქავს და მწვავს,
რა ვქნა, მონატრება მომეძალა და მკლავს.....

უკომენტაროდ

თუ შენ გიპოვი ჯოჯოხეთში,
მაშინ სამოთხე გახდება ჩემთვის...
და შენი ნახვის დიდი სურვილით
წამოვალ  შენთან..........

................

არაფერს ვეძებ,
არ მაკვირვებს ბევრი რამ ქვეყნად,
ერთი რამეა,
ერთი რამეა,
შენთან ვარ და....
მგონი, ვარ ღმერთთან...........

უფლის საჩუქარი...

უფალი მიგზავნის შენს თავს და მაფრთხილებს,
უნდა გაგიფრთხილდე როგორ!
რომ არ დაგკარგო და რომ შეგისისხლხორცო,
ჩემი პაწია გოგო!
რაც რომ დამაკლო და არ გამომიგზავნა,
უნდა შემივსოს ახლა....
უნდა რომ გულიდან შორეთს გაამგზავროს
ჭია-ღუები და მახრა.......
მე რა დამრჩენია,
უფლის საჩუქარი,
უნდა ჩაგისვა გულში....
მხოლოდ შენ გაძლევ ამქვეყნად უფლებას,
ხელი მიფათურო სულში...

მინდა გაზაფხული ვიგრძნო...

როგორ შემიძლია გაგიბრაზდე,
შენ ხომ ყვავილი ხარ ნაზი...
უცებ დაგსუსხავს ქარი და წვიმა,
და მეც მომერევა ბრაზი.....
როგორ შემიძლია გაგიბრაზდე,
შენა ხარ პატარა ბავშვი....
შენს სიტყვებს 
პეშვში  მძივებად მოვიქცევ,
სხვისთვის არასოდეს გავშლი....
როცა უშენობის ნატვრა შემაწუხებს
საგზლად მოვიგულო ვინძლო...
მინდა შევებრძოლო ყინვას ზამთარშიაც ,
სულში გაზაფხული ვიგრძნო... 


სიყვარულს გჩუქნი

შენს თვალებს ცრემლი არ უნახავს,
არც მინდა ნახოს..
არც პრობლემებით გიმტვრევია თავი არასდროს.....
სიყვარულს ვბედავ, 
როგორ გკადრო,
როგორ შეგბედო?!
ვფიქრობ, 
მომხედავ წუთით მაინც მე უარაფროს?! 
შენ დარდიც ალბათ არ გინახავს,
იყავ უდარდო...
დაე, მხოლოდ მე ვიტანჯო და მარტომ ვიდარდო...
სიყვარულს გჩუქნი,სხვა სიმდიდრე არ გამაჩნია,

ან სხვა რა გიძღვნა,
რა შეგბედო 
ან რა გაკადრო? 
ეს საჩუქარიც ჩემი არა,
უფლის მადლია! 

ნუ გამაუბრალოებ!

მე ხომ სიყვარული მქვია!
მე ვარ სიტყვა ,,მიყვარხარ"!
ნუ გამაუბრალოებ....
ნუ ამომსვრი ლაფში....
ნუ მახსენებ უმიზეზოდ....
ნუ მისვრი წამდაუწუმ უგულოდ, უარაფროდ....
მე ხომ სიყვარული მქვია!
მე ვარ სიტყვა ,,მიყვარხარ" და გამიფრთხილდი....
თორემ შემოგაცვდები ბაბუაჩემის გაცრეცილ ქალამანივით და.......
ჰეეერიიიიიი........
ვეღარ მიხილავ, ვერ მიპოვი, დაგეკარგები...........
და შეგცივდება, უჩემობით გაიყინები,
ვით დედამიწა უმზეოდ და უცისინათლოდ....
ნუ მეურჩები,
გამიფრთხილდი,
სიყვარული ვარ........

Saturday, April 16, 2011

გვიანი იქნება ხვალ..

მატარებელი ჩამომდგარა.........
ბაქანზე ყველა გარბის,ჩქარობს, ადგილს იკავებს.......
არ დააგვიანო....
უკვე გვიანი იქნება ხვალ........
არ გინდა ხელბარგი,
არ გინდა სხვა ბარგი,
წადი და მიხვდები...
უკვე გვიანი იქნება ხვალ.....
უკვე წარსული იქნება ეს დღეც.....
უკვე მომავალს ეძახი ხვალ........
არ დააგვინო,
არა! არ ჰქნა!
გეძახის მომავლის ხმა..........
სხვისი სიხარულით გახარებამ,
სხვისი ტკივილების დავანებამ.
სხვისი საფიქრალით დაფიქრებამ
ჩემის არ მაცალა თქმა
ისე ამიხდინა ყველა ფიქრი,
ისე გამომაბა ფრთა....
ახლა აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.
ან რა სასწაული ვქნა?!

Saturday, March 12, 2011

უთქმელობა თუ თქმა?

უთქმელობის სევდა-დარდი
ლოდად აწევს გულს.........
უთქმელობით გატანჯული
ვერ ამშვიდებ სულს...........
უთქმელობით გადაღლილი
ეჩხუბები თავს............
უთქმელობით ხომ თავს ავნებ?
რას მოიგებ, რას?!
სულის მტრედები დაფრინავენ
და ცას სერავენ..........
ჰეი, მტრედებო............
დასერეთ სივრცე.............
იცქირეთ მზისკენ............
ადამიანებს მაინც არ ესმით............
თქვენ სერეთ სივრცე..........

მათხოვარს!

ყოველ დილით ნაგვის ბუნკერს სტუმრობ, კაცო,
იქექები, იქექები მარტოდმარტო........
გაკვირდები, ამ ძებნის დროს ისე ოხრავ,
ისე ჩქარობ, კარგი რამის პოვნას ნატრობ........

თუ იპოვი, ხომ კარგი და.........მშვიდი მზერა......
ღიმილი გაქვს კმაყოფილი, საიმედო...
-ნაგვის ბუნკერს რატომ სტუმრობ, ბერიკაცო?
და მპასუხობ:-აქ მეტია სასიკეთო.........

თქვენ ყველანი დიდ ბუნკერში არა ზიხართ?
 თუ სიწმინდით მოგაქვთ თავი, როგორც წესი..
მე აქ უფრო დავინახე ის, რაც მინდა...........
გაგეცალეთ!
არ მჭირდებით! 

და დედამიწის ღერძიც მიტომ გადაიხარა

ყველა უსუსურს გოლიათად ყოფნა წადია,
ყველა მათხოვარს თავი დიდი ვინმე ჰგონია...
ამგვარ სიმუხთლეს რომ ვუყურებ, თავი შემძულდა,
სამყარო მათი ხელქვეითი რამე მგონია.
მგონია, ეს ცა ხელში ისე ჩაუმუჭიათ,
თითქოსდა ერთი ჭუჭყიანი ცხვირსახოცია..
მგონია, მიწას ფეხით ისე სრესენ, თელავენ,
თითქოსდა იგი შებილწული პირსახოცია........
და რომ  ასეა...და რომ  არ ჩანს გრძნობა პროტესტის....
მგონი გავგიჟდი......მიტომ ვამბობ: თავი შემძულდა......
არ შემიძლია, უგულობის ვიყო მესაჭე,
ჩემს თავს მადლობა,  რომ ბოლომდე მან მიერთგულა..
რომ ამ ტალახში არგასვრილი დავალ ამაყად,
მაგრამ თვალები გაოცებით ვერ მშვიდდებიან....
და დედამიწის ღერძიც მიტომ გადაიხა,
მათხოვრები რომ   მქადაგებლად გვევლინებიან.....
 

Saturday, February 26, 2011

ელენე

დედოფალი ხარ,ელენე........
ფერია მყავხარ მზის........
ათინათი ხარ მზის სხივის,
საჩუქარი ხარ ღვთის......
დიდი იმედი მომავლის
და სიძლიერე დის.....
ამქვეყნად მოვლინებული
შვილობილი ხარ მზის.......

გაქრა.....

ახლა ფიქრიც მდაბალია,
ახლა აზრიც გაქრა.
ახლა ბნელა, ჩამოეშვა
მწუხარების ფარდა....
არაფერი აღარ ახსოვთ,
ახლა ჭამის გარდა.....
სულის ტკბობა სადღა არის,
ყველაფერი გაქრა... 

სულ რომ დამინგრიო საიმედო...

სულ რომ დამინგრიო საიმედო,
სასიხარულო და საზეიმო........
სიტყვას არ გეტყვი და არ დაგსერავ,
მტერი ან კი რატომ ვასეირო.....
მხოლოდ ჩემს ცრემლებთან სამეგობროდ,
გულის ლაბირინთში გასაძრომად,
მოგიპატიჟებ და დაინახავ,
ამ ჩემი სულის მოძრაობას.........

ფუყე თავთავი

,,ფუყე თავთავი თავს მაღლა იწევს,
მძიმე თავთავი თავდახრილია"...
ზოგისთვის მუდამ შაბათი დღეა,
ან ლოცვაზეა, ან აპრილია.........
სანთელს ანთებენ, კდემით და რიდით,
თვალებში ურცხვი სხივი ანთია...
ასეთის ქვეყნად ან რა ვიწამო,
არ განვიკითხო? ესეც დარდია.....
არ განვიკითხო?! შური, ტყუილი,
ყალბი ღიმილი, მზაკვრობა, ლიქვნა........
ფუყე თავთავის ასე ურცხვობა,
ასე უტიფრად ტყუილი ვინ თქვა?!



მონატრება

ახლა მხრებზე აღარც სუსხი მაფენია..
აღარც დარდის მაფენია ღრუბელი....
ახლა სადღაც სასულეთში ვმოგზაურობ,
ახლა სულო, დაძინებას ნუ ელი..
საფიქრეთში აშლილია ფიქრის ჯარი....
სასიტყვეთში მზეობაა მარადი.
მოდი,დედი,გამათბე და დამარიგე,
მომაფარე მხრებზე შენი ხალათი.........

უკვე აღარ მეშინია

უკვე აღარ მეშინია,
 აღარა მაქვს სევდის ქნარი ხმაში.........
ალბათ კიდეც გავიზარდე,
აღარა ვარ ის პაწია ბავშვი..
გავიზარდე, თუმცა აღარ დადგა ხანი....
დაგინახონ და შეგიგრძნონ ისე,
როგორიც ხარ და როგორსაც იმსახურებ,
შეგნიშნავენ და ...ფრთხებიან მყისვე.......
შიში ჩემში კი არადა...არის მათში,
მელასავით აცეცებენ თვალებს....
მე სივრცეში ქარბობალას დავუდგები,
და შევხვდები ჩემი ბედის ხვალეს.... 
..

Sunday, January 2, 2011

ფიქრები...

თოვლის ქვეშ ისე ლამაზად
დაგიძინია ,ყვავილო....
არც გაღვიძებას აპირებ
და გინდა ცოდვით მატირო.........
არ გინდა თბილი საბანი,
არც მოფერებას მთხოვ, დობილო.
ჩაგკოცნი, ისე...უბრალოდ.......
 ვინმეს გული რომ  მოვიგო........