Saturday, March 12, 2011

უთქმელობა თუ თქმა?

უთქმელობის სევდა-დარდი
ლოდად აწევს გულს.........
უთქმელობით გატანჯული
ვერ ამშვიდებ სულს...........
უთქმელობით გადაღლილი
ეჩხუბები თავს............
უთქმელობით ხომ თავს ავნებ?
რას მოიგებ, რას?!
სულის მტრედები დაფრინავენ
და ცას სერავენ..........
ჰეი, მტრედებო............
დასერეთ სივრცე.............
იცქირეთ მზისკენ............
ადამიანებს მაინც არ ესმით............
თქვენ სერეთ სივრცე..........

მათხოვარს!

ყოველ დილით ნაგვის ბუნკერს სტუმრობ, კაცო,
იქექები, იქექები მარტოდმარტო........
გაკვირდები, ამ ძებნის დროს ისე ოხრავ,
ისე ჩქარობ, კარგი რამის პოვნას ნატრობ........

თუ იპოვი, ხომ კარგი და.........მშვიდი მზერა......
ღიმილი გაქვს კმაყოფილი, საიმედო...
-ნაგვის ბუნკერს რატომ სტუმრობ, ბერიკაცო?
და მპასუხობ:-აქ მეტია სასიკეთო.........

თქვენ ყველანი დიდ ბუნკერში არა ზიხართ?
 თუ სიწმინდით მოგაქვთ თავი, როგორც წესი..
მე აქ უფრო დავინახე ის, რაც მინდა...........
გაგეცალეთ!
არ მჭირდებით! 

და დედამიწის ღერძიც მიტომ გადაიხარა

ყველა უსუსურს გოლიათად ყოფნა წადია,
ყველა მათხოვარს თავი დიდი ვინმე ჰგონია...
ამგვარ სიმუხთლეს რომ ვუყურებ, თავი შემძულდა,
სამყარო მათი ხელქვეითი რამე მგონია.
მგონია, ეს ცა ხელში ისე ჩაუმუჭიათ,
თითქოსდა ერთი ჭუჭყიანი ცხვირსახოცია..
მგონია, მიწას ფეხით ისე სრესენ, თელავენ,
თითქოსდა იგი შებილწული პირსახოცია........
და რომ  ასეა...და რომ  არ ჩანს გრძნობა პროტესტის....
მგონი გავგიჟდი......მიტომ ვამბობ: თავი შემძულდა......
არ შემიძლია, უგულობის ვიყო მესაჭე,
ჩემს თავს მადლობა,  რომ ბოლომდე მან მიერთგულა..
რომ ამ ტალახში არგასვრილი დავალ ამაყად,
მაგრამ თვალები გაოცებით ვერ მშვიდდებიან....
და დედამიწის ღერძიც მიტომ გადაიხა,
მათხოვრები რომ   მქადაგებლად გვევლინებიან.....