Thursday, December 12, 2013

აღარ ხარ მარტო.

აღარა დარდობ,
როცა ამდენი სიყვარულის გეხვევა ლანდი,

აღარ დუნდები,
სადღაც მიჰქრის უმიზნო დარდი,
როცა ამდენი ღიმილი და ალერსი გათბობს,
აღარ ხარ მარტო,
აღარ ხარ მარტო.

.............

ეჰ,რა ვიცი,
ჩემი ბედის ზღვა დამშრალა....
ცურვას ვბედავ,
მაგრამ არ მაქვს სივრცე.........
ეჰ,რა ვიცი,
ჩემი ბედის გზა-ბილიკი
სად ჩერდება ან სადა აქვს კიდე.....
ეჰ,რა ვიცი,
როდის მოვა გზა მარადი,
როდის,როდის ჩაეშვება ღუზა,,,,
ანდა როდის ამღერდება ჩემი გედი
და უფალი მიმიხუტებს გულთან......

Friday, December 6, 2013

ჩუმად............

ჩუმად ტირის სული ნატირალი,
ჩუმად ოხრავს გული ნაოხარი,
ჩუმად კვნესის ბაგე ნაკვნესარი,
ჩუმად............

დავბრუნდი მაინც,,,,,,,,,,

დავბრუნდი ისევ.მაგრამ, ვაი, ამ დაბრუნებას.................
სევდამ თვალები უცრემლოდაც დაწვა,დადაგა.....
დავბრუნდი,მაგრამ არდაბრუნების დამაქვს ნიშანი,
ვიტომ კმაყოფილს სიხარულის სხივი არ მახლავს..........

Wednesday, November 20, 2013

ვიცი დავბრუნდები და დავწერ ისევ..............
ასე იქნება ალაბათ........



ოხ,ეს სიტყვა ,ალბათ".................რა იქნება იყოს ,,აუცილებლად".....

ჩემი ნინი

ამქვეყნად ჩემი მზე და სანთელი ხარ,
მხოლოდ შენთვის მინდა სუნთქვა....
ჩემი ღიმილი და იმედი ხარ,
სულ ახლოს მყავხარ გულთან......
ჩემი გულისფეთქვაც  შენა ხარ და
სისხლიც - მჩქეფარე და წმინდა...........
Добавьте подписьნინი და მარიამი
შენ მყავდე ლაღი და ბედნიერი,
სიცოცხლეც ამიტომ მინდა...... 

ვაითუ..

ვაითუ,დამიღამდეს უდროოდ,
ვაითუ,ვეღარ შევძლო გავლა..
ვაითუ,გულმა ვეღარ გაუძლოს,
ვაითუ ,თან წამიღოს ქარმა............
მაშინ რაღა უნდა დავიბარო,
თუ ვერ მოვასწარი ქალმა?!
მე მგონი კარგად ვიქნები,
არ ავატირებ სევდას.......
მე მგონი,ისევ ვიქნები
მეგობარი და დედა.............

Saturday, October 12, 2013

შენი სიტყვები უკვე შაბლონია...

შენი სიტყვები უკვე შაბლონია,

რამდენჯერც  უნდა უთხრა სხვას....
უკვე გაცვეთილი ფრაზებია,
აზრი აღარა აქვს თქმას..........
პირველად ნათქვამი ხომ მე მეკუთვნოდა,
ჩემთვის იღიმოდა მზე....
ახლა კი ,რაც უნდა ღიმილი დაურთო,
მაინც ღამე არის დღე....
ის გრძნობა პირველი ჩემი წილი იყო,
ახლა უწილადე სხვას?
შენი სიტყვები ახლა შაბლონია,
აზრი აღარა აქვს თქმას....
ახლა ვეღარ იტყვი იმავ რუდუნებით,
როგორც მიმღეროდი მე....
ახლა ყველაფერი ძალად მოგონილს ჰგავს,
ახლა სხვა მომავალს ვწერ............
იგივე ფრაზები,იგივე სიტყვები
ბაგეს რომ წყდებიან ,მწამს,
მაინც მე მეკუთვნის,მაინც მე დამეძებს
და ჩემთან მოჰყვება ქარს...........
შენი ყველა სიტყვა უკვე შაბლონია,
რამდენჯერც  უნდა უთხრა სხვას....
უკვე გაცვეთილი ფრაზებია,
აზრი აღარა აქვს თქმას..........


Friday, June 28, 2013

ლილე!

2 წლის გახდი,ჩემო ფერია

და დღეს თბილისიც სულ სხვაფერია........
შენი დღე არის ,
შენი მცველია
და ეს ივნისიც 
სითბოსფერია...............
ლილეს დღე არის ,
ლილეს ფერია,
2 წლის გახდი,
ჩემო ფერია....

დედას!

ნაჯაფარ ხელებს დაგიკოცნი,

მაგრამ ვერ შველის იარებს კოცნა........
გადაღლილ თვალებს დაგიკოცნი,
მაგრამ ვერ აშრობს  სევდას ამბორი....
გულში ჩაგიკრავ,გაგათბო და 
დაგავიწყო დიდი ტკივილი....
მაგრამ ამაოდ..........
სულის იარებს რა დააყუჩებს?!
შიგნიდან ისმის გლოვა-ტირილი....

მაინც ჩაგიკრავ გულში,იქნებ და.....
შეგიმსუბუქო..........
რაც ასე გჭრის და
გისერავს გულის კუთხე-კუნჭულებს........
მაინც ვეცდები,მოგეფერო,
რადგან მიყვარხარ,
რადგან შენა ხარ ქვეყნად ჩემი წმინდა სანთელი-
უბრალოების,
სიწმინდის და
მადლის სხივის მომაფრქვეველი.....

ვერც კი გაიგე და წახვედი....

ისე მაწყენინე,ვერც კი გაიგე და

წახვედი.....
გადაიარე მთა-გორები და დასველდი....
ისიც ვერ გაიგე,წვიმა ცრემლებად რომ გესხმოდა........
ვისი,დარდი იყო,
ვისი დაჩივლება გესმოდა....
ისიც ვერ გაიგე,ვისი გული როგორ გეტრფოდა...
ვერ გაიგე და ........
პასუხს ვერც ვერავინ მოგთხოვდა.........
ასე წახვედი და თელე მთა-გორები ცვრიანი....
გზაა უსასრულო,
ფიქრი-ნისლიანი,ფრთიანი...........

........

ჩამომეცრემლე,
ჩამომედარდე...........
ჩამომიწვიმე გულის ღადარი...........
სადაც გრძნობაა,იქ ცრემლს რა უნდა?!
ან სიკეთესთან მტრობა რად არი?!

...................

ისე ანთებულა
ცეცხლად მოელვარე გაზაფხული,
წესით,არც არავინ
აღარ უნდა ჩანდეს დაზაფრული..............

Tuesday, June 25, 2013

მენატრები,ნინი!

ისე ენატრები დედიკონას,

როგორც გაზაფხული მზეს...........
ისე გელოდები ზეზეურად,
როგორც განთიადი დღეს.......
ისე ჩამეკვრები,ვიცი,გულში,
როგორც ნისლი ეკვრის მთებს...........
დღეს ხომ უშენობის დილა მღერის,
რა გამაძლებინებს დღეს?!

მარათონია.............

მარათონია,სრბოლაა დიდი.....
არ დააყოვნო,სცადე,შენც მიდი.......
ყველა წინ ცდილობს:მრუში და ფლიდი......
არ იმჩნევენ და ბრძოლაა დიდი......
ჯიუტი თხების ხიდზე შეხვედრის
სიუჟეტია თვალშისაცემი....
ვაი,ხიდიდან თუ გადაცვივდნენ
და დაუბნელდათ თვალში ნათელი........
ადამიანო! თუ ხარ ადამის
შთამომავალი-მთესველი მადლის....
უფლის წყალობის გქონდეს იმედი
და არა ზურგში მახვილის დაკვრის....
არ შერჩენია ამქვეყნად არვის,
არც შენ შეგრჩება ღალატი,მდურვა...
მოღალატისთვის გვირგვინი არვის
არ დაუხურავს,არც დაახურავს....


Wednesday, May 29, 2013

გაგიგია?

გაგიგია,მონატრებას ვერ ბედავდე?

ვერ ბედავდე ფიქრს თამამად,გულიანს?
ვერ ლექსავდე ამოძახილ საკვნეს-სამღერს,
ვერ სერავდე ცას დღემუდამ ღრუბლიანს?
გაგიგია,მონატრებას ვერ ბედავდე?

ვერ ბედავდე ფიქრს თამამად,გულიანს?

Saturday, May 25, 2013

შენ გადღეგრძელებ!

შენ გადღეგრძელებ!

ვისაც აროდეს დაგიკვნესია,
შენ გადღეგრძელებ!
ვინც რომ აროდეს არ იცი დაღლა!
შენ გადღეგრძელებ!
რადგან სასმისი უკვე სავსეა,
შენ ნაკლულოვანს ვით შეგკადრებ,
ცასავით მაღალს!
შენ გადღეგრძელებ!
ვერგათელილს,
ვერდაჩოქებულს,
ვერგაუტეხელს,
ვერდაზაფრულს,
ვერშეშინებულს!
შენ გადღეგრძელებ!
ჩემს მშობელს და ძუძუსმწოვებელს,
ჩემს თვალისამხელს,
ჩემს გამზრდელს და ცხოვრების სანთელს!
შენ გადღეგრძელებ!
სისხლით,გენით რომ მამდუღარებ
და სულში მიფენ საუკუნო მადლსა და ნათელს!
შენ გადღეგრძელებ!
მე ქედს ვიხრი დღეს შენს წინაშე,
წარსულ-მომავლის საუკუნო ხიდად გაბმულო!
ქართული სულით ,
სიყვარულით აფეთქებული
შენ გადღეგრძელებ,
ჩემო მამულო!

მთის მოტივებზე

ნეტავ ,მთაში ყველა ალუდა და ჯოყოლაა?

ნეტავ, სისხლში ისევ ყივილია ძველი?
ნეტავ, აღაზა ისევ ისეა მგლოვიარე?
ნეტავ, ისევ ისე ,,ამძრახდებიან" ხევნი?
ნეტავ, ისევ ისე ჩამოიწკრიალებს სალამური?
ისევ ისე ჩამოჰკრავენ თითებს ფანდურს?
ისევ ისე ჩამოეკიდება ჯიხვი მთაზე?
ისევ ისე დააჭექებს კაცი ფრანგულს?
ნეტავ,ისევ ისე ბრაზობს ცაზე მეხი?
ისევ ისე გვემუქრება ჯანღი?
დაიზარდოს იმ ალუდა-ჯოყოლებად,
აი,მანდ რომ დარბის ბალღი.

თუ კაცი ხარ,ქუდი გხურავს,

გიყვარს შენი მოყვარე........
რატომ ლანძღავ,რომ ვერ გხედავს,
ასე რატომ მოთხარე..
პირში კარგად ემზისგულე,
დაულოცე მშობლები,
ახლა წინაპარს უგინებ,
ბობოქრობ და ცოფდები.............
 კაცი არ ხარ,ხარ ცხოველი,
შეგირცხვინე პურ-ღვინო....
ნეტავ ბევრი არ ვიხილო
შენნაირი უტვინო....




ჩემო ქვეყანავ!

გწეწენ და გგლეჯენ,
მაინც მთელი ხარ,
არ შემოაცვთი მავანს....
არ შემოგადნა ტანზე პერანგი,
უფლის ბილიკით მავალს....
გებრძოდნენ,მაგრამ უმკლავდებოდი,
სუსტი აროდეს ჩანდი.......
დედა ღვთისმშობლის საუფლო ხარ და
გიცავს უსაზღვრო მადლი.

ვიცოდი....

ვიცოდი,ვერ დაგივიწყებდი,

ვიცოდი,მომკლავდა დარდი......
ვიცოდი,რომ დაგშორდებოდი,
აქარიშხლდებოდა მარტი.......
ვიცოდი,სუნთქვას ვერ შევძლებდი,
ფრთადალეწილი ბარტყი,
მაინც მოვიკრიბე ძალა და 
გავფრინდი,დაგიტოვე დარდი...........

მესიზმრე

მესიზმრე,
ჯვარს იწერდი,
სხვა იყო დედოფლად,
თეთრი კაბით და გაზაფხულით....
მესიზმრე,
მეგონა იყავი ბედნიერი,
მე კი გიხილე დაზაფრული........
მესიზმრე,
ტაძრისკენ მიგყავდა რჩეული,
მეჩვენე მარტო და საოცრად  ეული...........
სიჩუმე უკრავდა მუსიკას ურითმოდ,
ვერ მივხვდი,
რატომ არ უმღერდი გულისწორს...........
გიცქერდი უსიტყვოდ,
უგრძნობოდ,
უენოდ,
იდგა გაზაფხული
უცნობოდ,
უმზეოდ.....


მონატრება

ისე ლამაზად ჩაგძინებია ცრემლებთან ერთად,
ისე ლამაზად დაგსველებია ღაწვები,კარგო....
დედიშობილას სევდის ქნარი შორს გაგიფანტავს,
შენი თითების შეხების ღირსი გამხადე,ვნატრობ.....
გნატრობ !
გნატრობ უსაზღვროდ,
დღითა და ღამით,
ძილშიც,ღვიძილშიც,
ავდარშიც,დარშიც,
სიზმარშიც,ცხადშიც,
წვიმაშიც,ქარშიც,
ბალახშიც,ნამშიც,
მზესა და ქარში.....
შენ კი ცრემლების ტბაში ბანაობ,
სევდა გიწეწავს მარტს და აპრილებს....
რა მეშველება,სულშიც რომ მაწვიმს
და გადაღებას არც კი აპირებს...........


Wednesday, May 22, 2013

როგორ ხორბალივით მფქვავთ,

როგორ მილეწავთ გვერდებს......
წისქვილის დოლაბს ვეხეთქები,
მისრესს ქვეშმოქცეულ ფერდებს.........
დოლაბქვეშმოქცეულს მფშვნის 
წუთისოფელი...
ფქვავს მშვიდად ჩემს სხეულს,ფქვავს....
სულმა სხეულსმიღმა მიმოფანტულმა
მითხარით,რა უნდა ქნას?!

მგონი აღარა ვარ ქალი

აღარც ევა ვარ და აღარც აფროდიტე,

მგონი აღარა ვარ ქალი..........
აღარც ალაგია მოსასვენებელი,
დაკეტილია კარიც........
აღარც ბილიკია სადმე გასაქცევი,
არც ჰაერია,რომ სუნთქო.
რადგან ქალი ხარ,რამეს გამოძებნი,
ბევრს ხომ არაფერს ითხოვ.

Saturday, May 11, 2013

ახლად დაიბადა ქალი....

ჩამოიწვიმისწვეთა დარდი და სევდა.........

ჩამოიცრემლისღვარა ფიქრი........

აღარც ეჭვების ქარიშხალია და

აღარც ზღვათაღელვის ზვირთი...

ჩამოინიავქარა სინანულმა...

სიმშვიდემ გაახილა თვალი............

მოისუნთქვისგულა ,როგორც იქნა,

ახლად დაიბადა ქალი....


2013.12.05.

Saturday, February 16, 2013

ქალური პოეზია




ღამით მივდიოდი ქუჩა-ქუჩა,

უცებ ზურგში წვიმა მომეწია,

მაინც არ დავსველდი,დამეხმარა

ჩემი ქალური პოეზია...

დარდმა დამიჩეხა სილამაზე,

სევდამ ხელისგულზე გაათია,

აქაც დამეხმარა უსათუოდ

ჩემი ქალური პოეზია...

როცა ვიდექ გზების გასაყართან,

ნეტავ სიმართლის გზა რომელია?

გვერდში ამომიდგა მოძმესავით

ჩემი ქალური პოეზია....

ნეტავ,რა დარჩებათ სამახსოვროდ

შვილებს,იქნებ რამე მოეძიათ?!

მათაც გაუნათებთ ცხოვრების გზებს

ჩემი ქალური პოეზია.....
ასე უსაშველოდ გაპარულან წლები,

ასე უსაშველოდ.........
ასე უმოწყალოდ მომპარვია დარდი,
ასე უმოწყალოდ........
ასე უგულოდ და ასე უნამუსოდ
მეგებება სევდა...
ასე დამებედე,
ასე ამედევნე ბედად........