Saturday, March 28, 2015

...............

შენი სულის გზა-კვალს მოვდევ
და მგზავრივით ადევნებულს
ერთი სული მაქვს,რომ შენში
ჩემი გული გადმოვნერგო...

ხელით ვსინჯავ შენი მაჯის
გულისფეთქვის რიტმს უცნაურს.........
და ყურს ვუგდებ მე ამ ნაცნობ
და საყვარელ გულის ხმაურს...
ისევ ასე გაყურადებ,გიგრძნობ,
გიგრძნობ მთელი სულით.
ნურც გამყაროს ამ რიტმებთან
ვიყო შენთან სიყვარულით

Monday, March 16, 2015

.....

გადავირჩინე,
თავი როგორ გადავირჩინე
და ახლა განვლილ სიზმარივით 
ვიხსენებ ლანდებს,
რა შეაჩერებს
გრძნობის ქარში შემოჭრილ ტკივილს
ან სიბნელეში შემონთებულ 
ცეცხლივით ღამეს....

Tuesday, March 3, 2015

დღეს დედის დღეა

დღეს დედის დღეა1
დედის კი არა,თქვენი დღეა.
თქვენი,შვილებო!
ლამაზებო და კარგებო!
მშვენიერებო!