Saturday, March 28, 2015

...............

შენი სულის გზა-კვალს მოვდევ
და მგზავრივით ადევნებულს
ერთი სული მაქვს,რომ შენში
ჩემი გული გადმოვნერგო...

ხელით ვსინჯავ შენი მაჯის
გულისფეთქვის რიტმს უცნაურს.........
და ყურს ვუგდებ მე ამ ნაცნობ
და საყვარელ გულის ხმაურს...
ისევ ასე გაყურადებ,გიგრძნობ,
გიგრძნობ მთელი სულით.
ნურც გამყაროს ამ რიტმებთან
ვიყო შენთან სიყვარულით

No comments:

Post a Comment