Thursday, July 16, 2015
გადავრჩი
გადავრჩი,თუკი ამას ჰქვია დარჩენა,
თუკი სხეული ჩემი არის ასლი იმისა,
რაც იყო წინათ,რაც ახლააა და რაც მერმისში
მე მესახება სულ სხვა ზეცად,სულ სხვა თილისმად....
გადავრჩი,ვფიქრობ,თავი ძალით გადავირჩინე,
არ დავემონე არც სენსა და არც ეშმაკის ხმას,
სულით ნაწამებ სარეცელზე ვფეთქავდი ,მაგრამ
კვლავ ვენდობოდი მე იდუმალ რქმენას,გულისთქმას....
გადავრჩი ასე,
მოვედი ასე,
გზაგასაყარზე დამხვდნენ იები,
არ მეშინია
ქვეყნად არაფრის,
არც არაფრისთვის გავიწირები.

Sunday, July 5, 2015
ცოცხალი ვარ,ნეტა?
არც დარდის ხმა მესმის,
არც სიამის ჟღერა.
ნეტა, რამ გამაბრუა
და დამიხშო სმენა....
აღარც მეღიმილება,
აღარც მაკრთობს სევდა.
ასე სასომიხდილი
ცოცხალი ვარ,ნეტა?
არც სიამის ჟღერა.
ნეტა, რამ გამაბრუა
და დამიხშო სმენა....
აღარც მეღიმილება,
აღარც მაკრთობს სევდა.
ასე სასომიხდილი
ცოცხალი ვარ,ნეტა?
Subscribe to:
Posts (Atom)