Thursday, July 16, 2015

გადავრჩი

გადავრჩი,თუკი ამას ჰქვია დარჩენა,
თუკი სხეული ჩემი არის ასლი იმისა,
რაც იყო წინათ,რაც ახლააა და რაც მერმისში
მე მესახება სულ სხვა ზეცად,სულ სხვა თილისმად....
გადავრჩი,ვფიქრობ,თავი ძალით გადავირჩინე,
არ დავემონე არც სენსა და არც ეშმაკის ხმას,
სულით ნაწამებ სარეცელზე ვფეთქავდი ,მაგრამ
კვლავ ვენდობოდი მე იდუმალ რქმენას,გულისთქმას....
გადავრჩი ასე,
მოვედი ასე,
გზაგასაყარზე დამხვდნენ იები,
არ მეშინია 
ქვეყნად არაფრის,
არც არაფრისთვის გავიწირები.

No comments:

Post a Comment