Tuesday, May 10, 2016

ერთი სოფლის ტკბილი ზღაპარი.....

ვწერ,თუმცა არა სხვისთვის,
არამედ ჩემთვის,
მაგრამ სტრიქონი მაინც სულ სხვას ესაუბრება......
აბა,რა თავში ვიხლი მხოლოდ საკუთარ თავთან
ჩხუბს და საუბარს?!
ან ვინ გაიგებს ამ ჩემს ნაუბარს?!
მე ისევ ისე გეჩურჩულები,
ჩემო ეზო და ჩემო სახლ-კარო,
მინდა გამიგო,
მინდა მიგრძნო და
ფიქრი გაგანდო.........
მინდა მამის ხმა გამაგონო,
მომნატრებია
მისი სიმღერა,მისი ძახილი და
მისი ერთი შეძახილი,
თუნდაც ყვირილი
დატუქსვის ტონით დაძახილი
და მოძახილი............
მომნატრებია...........
მომნატრებია ჩემი ბავშვობა
აღმართ-დაღმართებს შემორჩენილი
და მუხლისთავი გატეხილი სისხლმოთქრიალე,
მომნატრებია............
მომნატრებია სუფრა კუხნის წინ გაშლილი
ცხელი მჭადით და ყველით,
ის ოხშივარი,
ბებიას ხელი რომ დატეხდა და მჭადებს ასე დაგვირიგებდა
 ჯერაც პატარებს........
და მაშინ იჯდა სუფრის პირას 5 პატარა,და-ძმა ალალი,
ახლა რომ ცრემლის ნაკადულებს გვადენს ერთ-ერთი,
დრო წასულა და არ გამქრალა ცეცხლის ღადარი,
მაგრამ ის ლაღი გაზაფხული ნეტავ სად არი?
სად დაიკარგა ის ხმაური,ის ჟრიამული,
რად იკეთება სოფლის კარი მამაპაპური?!
გააღეთ ყველა სარკმელი და
იმხიარულეთ.........
კვლავ გაგრძელდება ერთი სოფლის
ტკბილი ზღაპარი.....


No comments:

Post a Comment