ისე სავსეა სიძულვილით სულის ფიალა,
ისე ბობოქრობს შურისა და ბოღმის ლაშქარი............
ისე უღრენენ ქართველები თვისვე მოკეთეს,
თითქოს მომხვდური იყოს ვინმე მტერი მტარვალი.........
ისე ლეწავენ ერთმანეთს და ისე რისხავენ,
თითქოს წმინდანი იყოს თავად ამის მტვირთველი........
,,ვინ ჩაგაბარა სოფლის ბედი შენ,ციციკორე?"
ან რატომ გახდი ბრბოს ნაწილი,გადამთიელი?
ვაი,სირცხვილო,
ვაი,ჩვენო ბედო ტიალო!
სად იხარჯება ეს ძალა და ეს ენერგია!
მაშინ ,როდესაც ქვეყნის სხეულს წეწენ,კორტნიან,
და მავანთ ქცევით შერისხული თავად ღმერთია.
რა გვავიწყდება?
რა დავკარგეთ?
რა ვერ გავიგეთ?
რა ამოვშანთეთ გულებიდან,
რაც მზედ ანთია?
ის,რომ
მთავარი გვავიწყდება,
ჩემო ქართველო,
საქართველო რომ დედასავით ერთადერთია!

No comments:
Post a Comment