სევდის ბაღში ისე მორცხვად მომანათე თვალები,
მეგონა,რომ არც არავის არ ვახსოვდით ქალები....
შენ გაზაფხულს გულ-მკერდს უხსნი,აფაქიზებ,ანაზებ
და მეც სულში ჩამიღვარე სიცისფრე და სილაღე.
სურნელს აფრქვევ,ართობ არეს სიტურფით და მარმაშით,
არ იქნება დაბერება,სილამაზეს რა წაშლის...
თუ დროებამ სევდის ქნარი სულში სადღაც გარია,
ყურს არ ვუგდებ,
ეს აპრილის მოქირქილე ქარია.
თუ ტყემლების თეთრ ყვავილებს სუსხი ააკანკალებს,
შენ ბუჩქების ქვეშ ნანაობ,იღიმები მალ-მალე.....
ია ხარ თუ იისგულა?
იის მზე თუ ცის თვალი,
დარდი როგორ გამიფანტე,
მარტოობის ნიშანი....
ისე ნაზად მომაფრქვიე გაზაფხულის სურნელი,
იმ დღი9ს შემდეგ სულ დაგეძებ,
იმ დღის შემდეგ სულ გელი........

No comments:
Post a Comment