Friday, May 25, 2018

მარადიული საფიქრალია

რისთვის მოვსულვარ?
რატომ გავჩნდი?
რად დამდევს ბედი ?
ვარ ცისფერ ტბაში მონანავე ქათქათა გედი.
  ვარ ჩიტის ბარტყი უსასოო, არ ვიცი ფრენა,
ვთრთი და ვკანკალებ,
ვინ გაიგებს ამ გულის ძგერას.
მარადიული საფიქრალი გონებას მირევს_
რისთვის მოვსულვარ
ან აქედან სად წავალ კიდევ...
ამაზე ვფიქრობ, ვიდრე ჩუმად დავხუჭავ თვალებს
და სანთელივით ანთებული გავკვალავ ხვალეს..




No comments:

Post a Comment