Sunday, May 20, 2018

წლები როგორ გამეპარა,
დავრჩი ფიქრთა  ანაბარა ....
ამ ცხოვრებამ აღმართები
ხან ტირილით ამატარა....
ხან მაცინა, გამალაღა,
ხან ცრემლებით გადამღალა....
მაგრამ მაინც არ გამწირა
და შვილებით გამახარა....
შვილიშვილებს ჩამახუტა,
გული გამილამაზკარა,
ამატირა...
გამახარა...
მაინც არ დამაღალატა...
კიდევ უფრო გამამრავლა....
მაგრამ წუთისოფლის წესი
თავს მანდილად მომაფარა...
სულ ჩიტივით გამიფრინდა, 
რითაც მსურდა გამეხარა...
დანაკლისებს ვერ ვგუობ და...
რა ვქნა, 
სევდა მომეძალა...
ამ ცხოვრებამ აღმართები 
ხან ტირილით ამატარა,
ხან დამამხო,
მაგრამ უცებ 
ისევ ფეხზე დამაყენა...
ასეთია ეს ცხოვრება:
ამატარა, ჩამატარა...
დამანახა წუთისოფლის
უთავბოლო ანაბანა...

No comments:

Post a Comment