ეს დღე იყო,
თავშესაფარს დაეძებდი, მარიამ...
რად კანკალებ?
რას დაეძებ?
სუსხია და ქარია...
რატომ კვნესი?
ტკივილები გივლის,
ძალზე მწარეა...
ცას ახედე, ღვთისმშობელო,
იქ ხომ სულ სხვა მთვარეა...
ცას ახედე, თავს დაგყურებს, ნახე,
შობის ვარსკვლავი...
რად კანკალებ?
ბაგა არის შენი თავშესაფარი..
ვინ გაკადრა, შენ , უფალო, ამ ალაგას მიწვენა?
ან ღვთისმშობელს ტკივილების
ასე ჩუმად მოთმენა?
შობის ღამემ იცისკროვნა,
მადლი გამოიმეტა.
ბეთლემს იშვი ყრმა იესო,
სიკეთედ და იმედად..
ღვთისმშობელო,
სახიერო,
პირმცინარო, მარიამ!
შობის ღამე კვლავ თენდება...
კვლავ სუსხი და ქარია...
ლიკა-2022
No comments:
Post a Comment