Thursday, April 29, 2010

სიყვარულმა მე ქარიშხლად მაქცია...

სიყვარულმა მე ქარიშხლად მაქცია,
მთებში ღმუილს შემაჩვია რარიგად...
ტყის საცავებს ჩავუქროლე თავწყვეტით,
თუმც თვალებში უცაბედად დაბინდდა...
ღმერთო!ნუღარ გამაღვიძებ ქარიშხლად,
ასე ვიყო,მე სხვა რამე არ მინდა! 
მე შენს ბალიშზე მძინავს ,მამულო,
თბილია,როგორც უბე დედისა...
ვუალერსებ და ვეჩურჩულები,
და მეც ჩურჩული მესმის ერთისა:
,,გიყვარდეს ძლიერ,თავზე მეტადაც,
არ დაიზარო ზრუნვა წამითაც...
მუდამ გახსოვდეს წმინდა სახებად
სვეტიცხოველი,მცხეთა,მთაწმინდა...” 

მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჩანჩურას” ემოციებით...

ძონძებში გახვეულს,სიცილს რომ გაყრიან,
ტკივილს რომ გიძღვნიან საფასად...
 შენს გულუბრყვილობას არად დაგიდევენ,
გული აღარ  გულობს აღარსად...
გთელავენ ფეხქვეშ და სინდისს გიგინებენ,
ცურავენ ცხოვრების წუმპეში...
გული აღარა  აქვთ და ძონძებს იჩრიან
ისედაც ცარიელ უბეში...
ხელს არ გაშველებენ,შენი წამოდგომა
არავის ეხატება მიზნად,
შენზე ხითხითებენ და მათი სიავე
არავის მოუვა ფიქრად...
არავის აოცებს მათი უსულგულო
მახვილისჩამცემი ბოდვა...
ყველა ასეთია,ვის გაუკვირდება,
ან ვის აღმოხდება ლოცვა?!
იმედი არსად ჩანს,ბავშვიც ხომ იგივე 
ტუტუცურ  გზას ირჩევს ფარად....
ვაი,შენ,ჩანჩურა!
გაგწირეს ,გაგრიყეს,
გაგყიდეს არაფრის ფასად.... 

დაეწყება მამულს ლხენა....

სულში აზვირთდები ზღვაურივით,
გულში იხმაურებ ნიავქარად...
ფიქრებს ამიშლი და ვფორიაქობ,
ასე რამ შემძრა და რამ შემშალა...
იქნებ ცის სიღრმიდან ისმის ექო,
წინაპრის ძახილი  წვდება სმენას...
ეს ხომ კავშირია საუკუნო,
ჩანს რომ დაეწყება მამულს ლხენა.... 
სულს ტკივილისთვის არ ცალია,
აქ ხომ ტყუილიც მართალია...
აქ ხომ დამნაშავეც მართალია,
ყველას მივუტევე რახანია...
მიტევება ყველაფრის წამალია...
მე ხომ დარდებისთვის არ მცალია...
ძველო ფიქრებო,დამეხსენი!
მე ახლით ვცხოვრობ რახანია...

Friday, April 16, 2010

არ ვიცი ასე რა მიხარია,რა ხდება ჩემში...
რატომ ავინთე ასე მწველად,რადა ვარ ეშხში....
რად მსიამოვნებს ის სიკეთე,რაც ვთესე სხვაში..
ალბათ,ეს არის,რაც სიამეს ჩამიღვრის ხმაში....

Thursday, April 15, 2010

დღეს შენ მაჩუქე იასამანი....

დღეს შენ მაჩუქე იასამანი,
ჩემი გულის და სულის სამანი..
აფეთქებული საგაზაფხულოდ,
ვერდანახული,ვერშესადარი...
ვერგამხელილი მორცხვი ცეცება
თვალთა ნარნართა შემომეფეთა....
სურნელმა უცებ მომისალბუნა,
რაც მსურდა,მაგრამ მაინც ვერ მეთქვა....
იასამნების გულის ფეთქვაა,
ასე რომ გესმის კარგა ხანია...
ყვავილი-გულით ნასათუთარი
ჩემთვის  ძვირფასი საჩუქარია...

                       15.04.2010-დღეს ხომ სიყვარულის დღეა 

Saturday, April 10, 2010

მოგონება............

ტკივილი...სევდა...........

Saturday, April 3, 2010

გააღე გული!


გააღე გული!

გახსენი სული!

უფალს მიენდე თვალდახუჭული...

დათმე ამქვეყნის ზრახვანი კრული,

უფლის შვილობა არაა რთული...

არაა რთული,თუ გერჩის  გული,

თუ სიყვარულით გიმღერის სული...

გააღე გული!

გახსენი სული!

და შემოუშვი შენში უფალი...

მას სურს იპოვოს შენში  ქომაგი,

მეგობარი  და ჭირისუფალი...

ფეხქვეშ გაეგე და ჩაეხუტე,

თუ გსურს სულ გქონდეს თავსესაფარი....

გააღე გული!

გახსენი სული!

                         ლიკა.2010.04.04.

Thursday, April 1, 2010

აპრილის სუნთქვა


აპრილმა მიბოძა სითბო  და სიწმინდე,

ოცნებებს გაუღო კარი....

ხედავ?ყვავილებშიც  შენ ამოგიცანი,

შენსკენ გაიპარა თვალი...

ღიმილი გიძღვენი სათნოს და უბიწოს,

გახარე აპრილი დილა,

გიცქერი და მჯერა,დღეიდან ვერასდროს

ვიხილავ შენს თვალებს მტირალს....

მე მჯერა გაზაფხულს კვლავ ერთად შევხვდებით,

დიდ გზებზეც გავივლით ერთად,

მოდი,ოცნებებში რწმენის ერთგულება

დავსახოთ უმაღლეს ღმერთად...

აპრილმა მიბოძა დიდი შთაგონება,

დიდი სიმტკიცე და რწმენა...

შენც გაღიმებული შემხვდები ქუჩაში,

ენძელებს მომიტან,მჯერა....