Saturday, February 28, 2015

რა იცი,რა ხდება....

ვხვდები,შიში შემპარვია გულში,
შიში,შიში-უნებური რამ....
იქნებ აღარ გამიღიმოს ბედმა,
იქნებ თავზე ჩამომექცეს ცა..........
მე......მე....მე რა........
მეცოდება თავი?!
არა!
არა!
რა უნდა ვთვა სხვა.........
შვილებს გული არ ვატკინო მინდა,
და შენ,კარგო,რაღა თქმა უნდა..........

შემარგე,ღმერთო, ეს სიყვარული,

შენთვის ვარ,შენთვის!სხვა არაფერი არ მინდა ქვეყნად!
სიცოცხლე მსურს და 
გულის ნაწილი მოგიძღვნა მინდა.......
ამღერდა სული,
უბოროტო,
ალალი,
წმინდა,
შემარგე,ღმერთო,
ეს სიყვარული,
სხვა არა მინდა!

ნეტავ რა მელოდება?

ახლა კი ვარ მშვიდი,ლაღი,
მაგრამ ხვალ რა იქნება........
ხვალ რა ბედი მელოდება,
გული თუ დამშვიდდება?!
თუ დავაღწევ თავს კოშმარებს,
თუ დამიცავს უფალი....
აბა,სხვა ვინ გადამარჩენს,
ჩემი მხსნელი ვინ არის?!
ვინ გამიღებს გულის კარებს,
სევდას ვინ დამიამებს,
ჩემს გაზაფხულს ვინ შემარგებს,
გზებს ვინ გამიმზიანებს.........
აბა,კიდევ,კიდევ ერთხელ,
დამიხსენი,უფალო!
დიდი გზა მაქვს გასავლელი,
უნდა გადავიტანო!

Sunday, February 22, 2015

არაფერია....


რა ვქნა,გაზაფხული შემომემარტა და
გულში ზამთრისფერი სუსხია...
გარეთ სულ მზისფერი აისი დამდგარა,
სულის  ფერი ისევ რუხია.......
შემოჭირხლულია ირგვლივ ცრემლთა წვეთი,
გამინაცრისფერდა  ღაწვები....
არაფერია,თუ მარტის დასაწყისში
თეთრ მარმარილოში ჩავწვები..........
არაფერია,თუ იქნებ საბოლოოდ,
გედის ყივილითაც ვიმღერებ
და ყელს,ფრინველივით ბოლო გაელვებად
საბედისწეროდ მოვიღერებ!

არ ვიცი,რა იქნება ხვალ...

არ ვიცი,რა იქნება ხვალ,
როგორ გავლევ დღესა და ღამეს...
არ ვიცი,თუ გავახელ თვალს,
თუ შევძლებ ,მოგიყვები  რამეს....
არ ვიცი,როგორ დამძლევს დარდი,
როგორ ავირიდებ ავს........
როგორ გავიღიმებ სიმწრით,
როგორ გადავირჩენ თავს....
არ ვიცი,რას მომიტანს ხვალე,
არ ვიცი,რამდენს დავღვრი ცრემლს,
არ ვიცი,რას მიმზადებს ღმერთი,
არ ვიცი,რას ჩავჭიდებ ხელს.........

Thursday, February 12, 2015

გიძღვნი შენ!

ერთ ეტლში ვსხედვართ,თავს გადებ მხარზე,
ვისვენებ და თან ვიფერებ წამებს....
შენი მზრუნველი მზერაც კი მათბობს,
შენი ნუგეშით ვძლევ რამდენ რამეს.........
ვნანაობ ეტლში,მივყვებით ბილიკს,
გზა წვიმის წვეთებს დაუნამია....
რაც უკვე მოხდა,წარსულად იქცა,
რაც აწი მელის,მოსასვლელია.........
და მაინც შენი სულის სიმაღლის,
შენი გულის და რწმენის იმედად
არ დავიღლები,თუ გადავრჩები,
კვლავაც ვიცოცხლებ შენს სადიდებლად.

რატომ ვარ ასე რთული?!

არ მინდა ვიდარდო,
მაგრამ არ მასვენებს გული....
არ მინდა ვიტირო,
მაგრამ ამეწეწა სული....
არ მინდა ვიყვირო,
მაგრამ არ მერევა რული...
არ მინდა გაგტანჯო,
რატომ ვარ ასე რთული?!

მომაფარე,ღვთისმშობელო,შენი თბილი მანტია....

არაფერი აღარ მინდა,დარდმა გული გახია.......
ამიბნიეს თავგზა ისევ,საფიქრალმა ამრია......
თუ ჯოჯოხეთს აქვე ვხედავ,სამოთხის გზა მადლია.
მომაფარე,ღვთისმშობელო,შენი თბილი მანტია....