Wednesday, June 24, 2015

მთავარია გტკიოდეს,
მთავარია გეწვოდეს,
მთავარია ოხრავდე
სულის ამოგმინვამდე....
მთავარია გესმოდეს
სხვისი დარდი,იარა.
არ ყუჩდება,რაც წამმა
ასე გაატიალა.
25.06.2015

Thursday, June 18, 2015

რამ გააგიჟა მდინარე?!

რამ გააგიჟა მდინარე,
ნეტა რამ გაავერანა?!
რად არ დაინდო ბუნებამ
დედიშობილა ქვეყანა....
რად არ დაინდო სტიქიამ
ეს ერთი ბეწო ალაგი,
ღვთითკურთხეული,ლამაზი,
ხალხი თბილი და ამაყი....
რატომ არ შერცხვა ბუნებას
ასე რომ გამოიმეტა...
კვნესა-გოდებას და ტირილს
ღვარცოფი შემოაფეთა.
დაგლიჯა,გული გაგლიჯა,
სხეული ქვიშას შერია....
და აატირა სუყველა-
მოყვარეა თუ მტერია....
რამ გააგიჟა მდინარე,
ასე რამ გაავერანა?
რატომ გაწირა ამგვარად
დედიშობილა ქვეყანა?!
                                               15.06.2015

Saturday, June 6, 2015

გვმართებს სიფრთხილე

,,მიყვარს მამული"-როცა ამაყად ამბობ ამ სიტყვებს,
მერე მიხვალ და მეგობარს დანას ჩასცემ ბეჭებში.......
ვერ დაგიჯერებ,
რომ შეგეძლოს მამულსაც ისე
დაუმიზნებდი სასიკვდილოდ ტყვიას ფეხებში.....
მოცელავდი და მერე.......
ჰერიიიიიიიიიი.........
განსასჯელის სკამზე დამჯდარი,
მოაყოლებდი ათას ბოდვას:
გამაბრაზაო,
ვერ მოვზომე,
არ მინდოდაო......
თავის მართლებს რომ დაიწყებ ,,ვითომ ვაჟკაცი"....
ილიას სიტყვებს გავაკრავდი
მე იმ დარბაზში:
,,ყველა კაცია ადამიანი?!"
ან ყველა დედა არის დედა?!
ან ყველა- მამა?!
როცა აღზრდისას სულში ასხამ წვეთებს-ელექსირს,
შხამის გარევას მოვერიდოთ ,გვმართებს სიფრთხილე,
თორემ ის შვილი,მზრუნველობით გაგიჟებული
არ დაგვინდობს და სულს აგვიტირებს....


ჩემი ქართული

როგორც მდინარეს
შენაკადების მღვრიე ნაკადი,
ამღვრევს და ელფერს უკარგავს ხშირად........
ისე,შენ ,ჩემო მშობლიურო, ქართულო სიტყვავ,
ჩაგაცვეს თალხი და ახლა
სახემოღრუბლული,
სევდით და ოხვრით,
ვერ იგებ,
რასაც შენს ენაზე მეტყველებს ხალხი.....
ვერ იგებ ,ასე როგორ გვიტევს უცხო სიტყვათა 
ქარიშხალი თუ კორიანტელი....
ვერ იგებ,ასე როგორ გაახალისა ჟარგონებმა ახალგაზრდები....
ვერ იგებ ნაწერს,და ვერც იმას,
რატომ ,,ჯღაბნის" ასე ქართველი....
როგორც მდინარეს,
შენც ისე გამღვრევს ,,შენაკადები",
მაგრამ ქართულო,
უძველესო ენავ ძლიერო,
კვლავ ინარჩუნებ მეობას და 
კვლავაც ხმაურობ,
შენი ნათელი ანათებს არეს,
როგორც სანთელი
და სულში აღწევს 
მშობლიური ენის ნათელი.



სიყვარული არ კვდება

არ კვდება,რაც სულში იელვებს,
რაც გულს იმედებით ავსებს.....
გგონია,უმალ დაივიწყებ,
გგონია,გაექცევი წამებს....
არ კვდება,რაც ერთხელ გაგახარებს,
ან ერთხელ რაც ტკივილით მოგკლავს,
იქნებ,გულის ძახილს დავუჯეროთ,
გავიგოტ გული როგორ მოთქვამს.....
არა,არ კვდება სიყვარული,
გულშია,გულის საზღვრებს არღვევს....
მაგრამ არ პატიობს უმსგავსობას
ურირსობების ჩამდენს.
ძალა შენშია,
აზრი შენშია,
სიავე მხოლოდ
მართლაც მტერშია.....
ან რა მინდოდა,
სხვა რა მერჩია....
ჩემი ცხოვრება უფლის ხელშია....
რწმენა ,იმედი,
არ მიძებნია....
ჩემით შევქმები,
ახლაც ჩემშ
ია................

მარტო არა ვარ

მაპატიე,
თუკი ვაჭარბებ და ბევრს ვლაპარაკობ,
ერთი რამ მინდა ვთქვა,
რასაც ვგრძნობ და რაც მახარებს ამ სამყაროში:
მარტო არა ვარ,
სულ თან დამყვება,მეხმარება,
მეშველება,
წავიქცევი-ფეხზე მაყენებს,
დავიღლები-ძალებს აღმიდგენს,
ავტირდები-ცრემლებს შემიშრობს,
დავსუსტდები-გამაძლიერებს,
გავგიჟდები-დამაშოშმინებს....
და ,ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დამყვება მუდამ
-ჩემი უფალი.

არაფერია,გაიტანჯო,თუ ხარ ძლიერი,
უბედურება არის ტანჯვა სულისმიერი.


ტანზე ეკლებივით დამაყარა
ცხოვრების სუსხმა და სიცივემ.......
გულში ისრებივით გამეჩხირა
მარტოობა და ვიტირე....
ძვლებში გაატანა ტკივილმა და
უმალ მკვდრად ყოფნა ვინატრე....
მაგრამ მივხვდი,რომ ვაშავებდი
და უფალს თხოვნით მივმართე....
რომ ჩაენერგა ჩემში რწმენა,
რომ მე დავძლევდი ყველაფერს.....
სხვას,აბა,უფალს რას შევთხოვდი?
ვერც გავუბედავდი ვერაფერს.....
და,ასე მოვიდა ძალა ჩემში-
არ დავნებებოდი ეშმაკებს....
...და დღეს ცოცხალი ვარ.
...და დღეს ნათელი ვარ.
დღეს სულ სხვანაირად ვხედავ მზეს!

                                      07.06.2015