Saturday, December 3, 2016
მე გადავრჩი
მე გადავრჩი...
მე აქ დავრჩი....
აქ დავიდე ბინა.......
მე ქვა დავრჩი,
მე კლდე გავხდი,
მე ვყოფილვარ რკინა.........
მე გადავრჩი,
მაგრამ მიკვირს
რამ გამაძლებინა?!
მე აქ დავრჩი....
აქ დავიდე ბინა.......
მე ქვა დავრჩი,
მე კლდე გავხდი,
მე ვყოფილვარ რკინა.........
მე გადავრჩი,
მაგრამ მიკვირს
რამ გამაძლებინა?!
Sunday, November 20, 2016
არ ემსგავსო ბოროტსა და შურიანს,
მერე რა რომ გიმტრეს,გული გატკინეს.....
თუ შენც ისეთ საქმეს სჩადი,ცუდია,
გთხოვ,შეუნდე,შენც მსგავს ნუღარ ჩაიდენ!
მკვლელს თუ მოკლავ,შენც ხომ მკვლელად იქცევი.
ქურდს მოპარავ,ქურდისა გაქვს არშია....
არ გაჭამეს?შენც იმასვე ნუ უზამ,
შენი სული ხომ უბიწოს მსგავსია......
მაშ,ყველა თუ ჩამოთითხნის საუფლოს,
ვინღა დარჩეს სულით წაუბილწავი......
ვინ შემორჩეს საუკუნოდ სამყაროს,
ვინ დარჩება სულით გაუყიდავი.............

Sunday, October 9, 2016
..............
ეს დღეც გასულა,მილეულა,
სადღაც კუთხეში მიმალულა ზეცის ნათელი....
და გაჰყვა წარსულს იმედების მოზრდილი კონა....
...და გაჰყვა წარსულს ფიქრი რამდენი.
ეს გულიც ჩაკვდა,
სევდიანი მწუხრის ზეწარი
მიცვალებულის სუდარს ჰგავს,
ნამავს ცრემლები...
და მაინც გული სიჯიუტით გადარეული
არ თმობს სიმაღლეს,არ ასვენებს ფიქრი წყეული.

Wednesday, May 25, 2016
მოდიან,ახალგაზრდები მოდიან!
თქვენ წახვალთ,გაკვალავთ ცხოვრების ბილიკებს......
თქვენ წახვალთ ,დარჩება რწმენა,
რომ გადაშენება არ გვიწერია,
რომ არ გაგვწირავს ზენა.........
თქვენ წახვალთ,თაობას კვლავ ახალს მივიღებთ,
მაგრამ იქნება ის სხვა.....
თქვენ სხვებში ვერასდროს ვერ გაგცვლით,იცოდეთ,
თქვენ ,,გამითეთრეთ" მე თმა...
მე თქვენი ფიქრები ლექსებად ვაქციე,
ამ ფიქრით მომეცა ძალა.........
მე თქვენით დავთრგუნე ყველა დაბრკოლება
და თქვენით ვარსებობ კვლავაც...........
და უფალს შევთხოვ,რომ გამყოფოთ ძლიერად,
ერის მესაჭედ და რწმენად,
რომ გადაშენება არ გვიწერია,
რომ არ გაგვწირავს ზენა............

ქართველი ქართველს რატომ იმეტებს?
ისე სავსეა სიძულვილით სულის ფიალა,
ისე ბობოქრობს შურისა და ბოღმის ლაშქარი............
ისე უღრენენ ქართველები თვისვე მოკეთეს,
თითქოს მომხვდური იყოს ვინმე მტერი მტარვალი.........
ისე ლეწავენ ერთმანეთს და ისე რისხავენ,
თითქოს წმინდანი იყოს თავად ამის მტვირთველი........
,,ვინ ჩაგაბარა სოფლის ბედი შენ,ციციკორე?"
ან რატომ გახდი ბრბოს ნაწილი,გადამთიელი?
ვაი,სირცხვილო,
ვაი,ჩვენო ბედო ტიალო!
სად იხარჯება ეს ძალა და ეს ენერგია!
მაშინ ,როდესაც ქვეყნის სხეულს წეწენ,კორტნიან,
და მავანთ ქცევით შერისხული თავად ღმერთია.
რა გვავიწყდება?
რა დავკარგეთ?
რა ვერ გავიგეთ?
რა ამოვშანთეთ გულებიდან,
რაც მზედ ანთია?
ის,რომ
მთავარი გვავიწყდება,
ჩემო ქართველო,
საქართველო რომ დედასავით ერთადერთია!

Saturday, May 21, 2016
19.05.16.-სტუმრად ტარიელ ხარხელაური .
ქართული სიტყვამ ფრთა შეისხა,ხილული გახდა,
ცისკრის ზარებმა ჩამორეკეს,მოიმაისეს..........
წყარო ანკარა სულში ისე ჩამოწანწკარდა,
რომ ეს ფიალა პოეზიის მადლით აგვივსეს....
კიდეც გავგრილდით,
კიდეც გავთბით,
კიდეც ავივსეთ.
თვალი მეტყველი უხილავის გახდა მნახველი,
ქართული სიტყვის ჯადოქრობამ იიავნანა
და შემოჰფინა დღეს გაზაფხულს ცისკრის ნათელი.

Tuesday, May 10, 2016
ერთი სოფლის ტკბილი ზღაპარი.....
ვწერ,თუმცა არა სხვისთვის,
არამედ ჩემთვის,
მაგრამ სტრიქონი მაინც სულ სხვას ესაუბრება......
აბა,რა თავში ვიხლი მხოლოდ საკუთარ თავთან
ჩხუბს და საუბარს?!
ან ვინ გაიგებს ამ ჩემს ნაუბარს?!
მე ისევ ისე გეჩურჩულები,
ჩემო ეზო და ჩემო სახლ-კარო,
მინდა გამიგო,
მინდა მიგრძნო და
ფიქრი გაგანდო.........
მინდა მამის ხმა გამაგონო,
მომნატრებია
მისი სიმღერა,მისი ძახილი და
მისი ერთი შეძახილი,
თუნდაც ყვირილი
დატუქსვის ტონით დაძახილი
და მოძახილი............
მომნატრებია...........
მომნატრებია ჩემი ბავშვობა
აღმართ-დაღმართებს შემორჩენილი
და მუხლისთავი გატეხილი სისხლმოთქრიალე,
მომნატრებია............
მომნატრებია სუფრა კუხნის წინ გაშლილი
ცხელი მჭადით და ყველით,
ის ოხშივარი,
ბებიას ხელი რომ დატეხდა და მჭადებს ასე დაგვირიგებდა
ჯერაც პატარებს........
და მაშინ იჯდა სუფრის პირას 5 პატარა,და-ძმა ალალი,
ახლა რომ ცრემლის ნაკადულებს გვადენს ერთ-ერთი,
დრო წასულა და არ გამქრალა ცეცხლის ღადარი,
მაგრამ ის ლაღი გაზაფხული ნეტავ სად არი?
სად დაიკარგა ის ხმაური,ის ჟრიამული,
რად იკეთება სოფლის კარი მამაპაპური?!
გააღეთ ყველა სარკმელი და
იმხიარულეთ.........
კვლავ გაგრძელდება ერთი სოფლის
ტკბილი ზღაპარი.....

Sunday, March 27, 2016
მარტის თვეა........სუიციდის მსხვერპლი გოგონები............
როგორ მომრავლდა თვითმკვლელობის ავი სცენები,როგორ მომრავლდა თავის ასე გამომეტება....
რა ვქნა,
არ ვიცი,
მომერია ცრემლი ზღვაური,
ეს გოგონები გასაფრენად არ მემეტება.....
ჯერ დედის რძე რომ პირზე არცერთს არ შეგშრობიათ,
რა ტკივილები მოგეზღოთ და რამ გაგაგიჟათ...
ო,
რატომ,
რატომ,
რატომ ხდება ასე უნდობლად
თქვენი ლამაზი ღიმილების დასამარება.......
როგორ მიგიღებთ მიწა ასე ტურფა-ლამაზებს,
როგორ დაგშორდეს შვილი,დედა,და და დაქალი....
მაინც რა იყო,რა გტკიოდა,რა ვერ გიშველეს,
ანკი საშველი თქვენნაირის კიდევ სად არის........
რად ჩაიფერფლეთ ტკივილებით,ჩემო შვილებო,
თვითმკვლელობისთვის თავი როგორ გამოიმეტეთ?
ვაი, ჩვენს მოდგმას,თქვენს ტკივილებს ვერ ვუპატრონეთ,
და სიკვდილისთვის უგულობით რომ გაგიმეტეთ.........

Subscribe to:
Posts (Atom)