ნუ შეგშურდება სხვისი სიკეთე,
ნუ დააბნელებ სულეთს ბოროტით.
ნუ დაამადლი მადლს მოყვასს შენსას,
და ნუ იცხოვრებ მხოლოდ დღევანდლით.
ნუ გაიფიქრებ,რატომ გამდიდრდა,
უფალს შესთხოვე , კარგად გამყოფოს,
რომ შეძლო შენაც ის,რაც გულით გსურს,
რომ შეძლო ის,რაც ასე გაშფოთებს.
არ გაიცინო,თუ სხვა გონჯია,
რა ვქნათ,ბუნებამ თუ გააჩინა....
ვიღაცა ტირის ამ ქვეყანაზე
და ვიღაც ბედმა გულით აცინა.....
არ გაიცინო,თუ სხვა ბრმა არის
და არ უხილავს სამყარო წუთით,
არ დაგენანოს მათხოვრისათვის
ლუკმაპური და გახსნილი გული.
ნუ დაიჩივლებ ტყუილუბრალოდ,
სხვა დროს თუ ასე არ გიკვნესია....
იფიქრე ის,რომ სხვას უფრო უჭირს
და ვერ გრძნობ სხვები თუ რა დღეშია.
ვერ გრძნობ,ვის შია და ვის წყურია,
ვიღაც ვერ ირჩენს სულის იარებს.....
ვიღაცის ნაშრომს მავანი ჭამს და
სარჩო-საბადელს ქარი მმიაფრენს....
ნუ მიეჩვევი ტყუილად წუწუნს,
სხვას უფრო მეტი დარდი აქვს მხრებზე....
ნუ წამოისვრი სიტყვას ქილიკად,
ნუ ათქმევინებ სხვას აუგს შენზე....
ნუ შეგძრავს ფიქრი უმადურ მგზავრზე,
რადგან ღმერთია გამგე მაგისა.
არ დაგიუფლოს სამაგიეროს
გადახდის ფიქრმა თუნდაც რამისა.
რადგან,ამქვეყნად,მადლის გაცემით
უფალს ვალს ვუხდით დასაბამიდან.
სათნოების და სიყვარულისთვის
სხვა საზღაური მართლაც არ გვინდა.
ნუ შეგაშფოთებს მგლების ხროვა და
ნუ დაგაღონებს ცივი თვალები....
გწამდეს,რომ ზოგი ზეცისკენ მიდის,
ბევრი მიწისკენ მივექანებით....
ცხოვრების კიბე გრძელი,მაღალი
არის სიწმინდის ნათლით მავალი.....
და იწერება ცხოვრების წიგნში
ჩვენივე თავის გადასავალი....
ნუ დააბნელებ სულეთს ბოროტით.
ნუ დაამადლი მადლს მოყვასს შენსას,
და ნუ იცხოვრებ მხოლოდ დღევანდლით.
ნუ გაიფიქრებ,რატომ გამდიდრდა,
უფალს შესთხოვე , კარგად გამყოფოს,
რომ შეძლო შენაც ის,რაც გულით გსურს,
რომ შეძლო ის,რაც ასე გაშფოთებს.
არ გაიცინო,თუ სხვა გონჯია,
რა ვქნათ,ბუნებამ თუ გააჩინა....
ვიღაცა ტირის ამ ქვეყანაზე
და ვიღაც ბედმა გულით აცინა.....
არ გაიცინო,თუ სხვა ბრმა არის
და არ უხილავს სამყარო წუთით,
არ დაგენანოს მათხოვრისათვის
ლუკმაპური და გახსნილი გული.
ნუ დაიჩივლებ ტყუილუბრალოდ,
სხვა დროს თუ ასე არ გიკვნესია....
იფიქრე ის,რომ სხვას უფრო უჭირს
და ვერ გრძნობ სხვები თუ რა დღეშია.
ვერ გრძნობ,ვის შია და ვის წყურია,
ვიღაც ვერ ირჩენს სულის იარებს.....
ვიღაცის ნაშრომს მავანი ჭამს და
სარჩო-საბადელს ქარი მმიაფრენს....
ნუ მიეჩვევი ტყუილად წუწუნს,
სხვას უფრო მეტი დარდი აქვს მხრებზე....
ნუ წამოისვრი სიტყვას ქილიკად,
ნუ ათქმევინებ სხვას აუგს შენზე....
ნუ შეგძრავს ფიქრი უმადურ მგზავრზე,
რადგან ღმერთია გამგე მაგისა.
არ დაგიუფლოს სამაგიეროს
გადახდის ფიქრმა თუნდაც რამისა.
რადგან,ამქვეყნად,მადლის გაცემით
უფალს ვალს ვუხდით დასაბამიდან.
სათნოების და სიყვარულისთვის
სხვა საზღაური მართლაც არ გვინდა.
ნუ შეგაშფოთებს მგლების ხროვა და
ნუ დაგაღონებს ცივი თვალები....
გწამდეს,რომ ზოგი ზეცისკენ მიდის,
ბევრი მიწისკენ მივექანებით....
ცხოვრების კიბე გრძელი,მაღალი
არის სიწმინდის ნათლით მავალი.....
და იწერება ცხოვრების წიგნში
ჩვენივე თავის გადასავალი....